მიხა ხელაშვილი 1900-1925
წლები,ქართველი სახალხო პოეტი და 1920-იანი წლების ანტი-საბჭოთა
პარტიზანული მოძრაობის - შეფიცულების აქტიური წევრი.მისი ლექსები საკმაოდ
დიდი პოპულარობით სარგებლობდა ქართველ ხალხში,იქმნებოდა
სიმღერები.განსაკუთრებით მის შემოქმედებას მშობლიურ ფშავში
აფასებდნენ,თუმცა მოგვიანებით სრულიად საქართველომ გაიცნო ეს ნიჭიერი და
პატრიოტი ადამიანი.მისმა ლექსებმა - ლექსო ამოგთქომ ოხერო და ბინდისფერია
სოფელი,ქართულ ფოლკლორში თავისი ღირსეული ადგილი დაიკავა.1922-24 წლებში
მიხა,ქაქუცა ჩოლოყაშვილის შეფიცულთა რაზმის წევრი გახდა.მისი მკვლელობა კი
საბჭოთა ხელისუფლებამ საკუთარი მეგობრის გამყიდველური ხელით ჩაიდინა 1925
წლის 25 იანვარს,ჩარგალში.არის სხვა ვერსიაც რომ იგი დუშეთის მილიციის
რაზმთან შეტაკების დროს დაღუპვისა.მისი ლექსები,ვრცელდებოდა ზეპირად და
ასევე იბეჭდებოდა საბჭოთა პერიოდშიც,თუმცა ავტორი მითითებული არ იყო.