მირიან III — ქართლის მეფე IV საუკუნეში (ქრისტიანი მეფეები) - 28 თებერვალში 2013 - ისტორია-HISTORY
შაბათი, 2016-12-10, 9:56 AM
თქვენ შემოხვედით როგორც|სტუმრები | ჯგუფი "სტუმრები"|მოგესალმები|სტუმრები| RSS

       ისტორია,მსოფლიოსა და საქართველოს ისტორია

საიტის მენიუ
დარეგისტრირდით

სექციის კატეგორიებ
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

www.wsa.ge
მთავარი » 2013 » თებერვალი » 28 » მირიან III — ქართლის მეფე IV საუკუნეში (ქრისტიანი მეფეები)
7:13 PM
მირიან III — ქართლის მეფე IV საუკუნეში (ქრისტიანი მეფეები)


მირიან III — ქართლის მეფე IV საუკუნეში, ბიზანტიის იმპერატორის კონსტანტინესა (306-337) და სომეხთა მეფის თრდატის (287-330) თანამედროვე. მეფობის დასაწყისში ირანელებთან ერთად იბრძოდა რომაელების წინააღმდეგ. აგრეთვე ებრძოდა თრდატს სომხეთის მოსაზღვრე ქართლის სამხრეთი რაიონების შემოსაერთებლად. მირიან III-ის დროს საქართველოში ქრისტიანობის საქადაგებლად შემოვიდა წმინდა ნინო. 337 წ. ქართლში ქრისტიანობა სახელმწიფო სარწმუნოებად გამოცხადდა. მირიან III უნდა იყოს IV საუკუნის რომაელი ისტორიკოსის ამიანე მარცელინუსის თხზულებებში მოხსენიებული იბერთა (ქართლის) მეფე მერიბანი, რომელსაც რომაელებმა როგორც თავიანთ მოკავშირეს, უხვი საჩუქრები გაუგზავნეს, რომ ირანელებს არ მიმხრობოდა.

„მოქცევაჲ ქართლისაჲს" ცნობით, იგი ქართლის მეფე ლევის ძეა. „ქართლის ცხოვრება" კი მას მიიჩნევს პირველი სასანიანი შაჰის შვილად, რომელიც ერისთავებმა მოიყვნეს უძეოდ გარდაცვლილი მეფე ასფაგურის ასულის ქმრად. ეს ცნობა შეიძლება შეთხზული იყოს პირველი ქრისტიანი მეფე მირიან III-ისთვის ღირსეული წინაპრების გამოძებნის მიზნით.


კატეგორია: ქართველი მეფეები | ნანახია: 259 | დაამატა: datodato9349 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა
რეკლამა


free counters

ყველა უფლება დაცულია  2011-2013