
"მოზამბიკი"
- მოზამბიკის რესპუბლიკა,ქვეყანა სამხრეთ-აღმოსავლეთ
აფრიკაში.აღმოსავლეთიდან ესაზღვრება ინდოეთის ოკეანე,ჩრდილოეთიდან
ტანზანია,ჩრდილოეთ-აღმოსავლეთიდან ზიმბაბვე,ხოლო სამხრეთიდან სამხრეთ
აფრიკა და სვაზილენდი.დედაქალაქი - მაპუტუა,1,244,227 მაცხოვრებლით.იგი
ადრე პორტუგალიის კოლონია გახლდა,თუმცა დამოუკიდებლობა მოიპოვა 1975
წელს.ქვეყნის ვალუტა - მოზამბიკური მეტიკალია.ოფიციალური სახელმწიფო ენა
პორტუგალურია.ქვეყნის მოსახლეობა 21,397,000 მოსახლეა და ამ
მაჩვენებლით,მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან შედარებით 55-ე ადგილს
იკავებს.ტერიტორიის ფართობი კი 801,590 კვადრატული კილომეტრია,რაც სხვა
ქვენებთან შედარებით 35-ე ადგილზე აყენებს.კლიმატი ქვეყნის ჩრდილოეთით
სუბეკვატორულია,დასავლეთით კი ტროპიკული.ქალაქის მოსახლეობის ნაწილი
მოზამბიკის მოსახლეობის 37%-ია.რელიგიის მხრივ კი ქვეყნის მოსახლეობის
24%-ი კათოლიკეა,18%-ი მუსულმანი,23%-ათეისტი და არსებობს კიდევ სხვა და
სხვა რელიგიური კონსეპსიის ხალხები.სულ მოზამბიკში 37 ქალაქია,რომლის
მოსახლეობაც თითოეულში 24,000 კაცს აღემატება.მოზმბიკი სულ თერთმეტ
პროვინციად იყოფა და მათ შორის ყველაზე დიდი - ნიასას პროვინციაა.ქვეყნიდან
ექსპორტზე გადის შაქარი,ალუმინი,ციტრუსი და სხვა პროდუქტები.ქვეყნიშ
მთავარი იმპორტ-ექსპორტიორი ქვეყნებია ნიდერლანდები და ჩინეთი.ქვეყნის
ხელმძღვანელი პრეზიდენტია,რომელსაც საყოველთაო არჩევნების წესით 5 წლის
ვადით ირჩევენ.საკანონმდებლო ორგანო კი პარლამენტია(რესპუბლიკის
ერთპალატიანი ასამბლეა),რომელშიც 250 დეპუტატია არჩეული 5 წლიანი
ვადით.მოზამბიკის ყველაზე დიდი და ძლიერი პარტიებია - ფრელიმო და
რენამო.ქვეყანამ დამოუკიდებლობა პორტუგალიის ბატონობისაგან 1975 წლის 25
ივნისს მოიპოვა და იგი მრავალი საერთაშორისო ორგანიზაციების,მათ შორის
გაეროს წევრიცაა.
მოზამბიკის ეროვნული გერბი
მოზამბიკის დედაქალაქი მაპუტუ