მუნქე ყაენი - "დისკუსია რელიგიის შესახებ" - 7 ნოემბერში 2012 - ისტორია-HISTORY
ოთხშაბათი, 2016-12-07, 9:14 PM
თქვენ შემოხვედით როგორც|სტუმრები | ჯგუფი "სტუმრები"|მოგესალმები|სტუმრები| RSS

       ისტორია,მსოფლიოსა და საქართველოს ისტორია

საიტის მენიუ
დარეგისტრირდით

სექციის კატეგორიებ
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

www.wsa.ge
მთავარი » 2012 » ნოემბერი » 7 » მუნქე ყაენი - "დისკუსია რელიგიის შესახებ"
4:26 PM
მუნქე ყაენი - "დისკუსია რელიგიის შესახებ"

1254 წლის 24 მაისს,მონღოლეთის მეოთხე უდიდესმა ხანმა - მუნქე ყაენმა (1208-1259 წლები),რამდენიმე თვის ლოდინის შემდეგ ბოლოს და ბოლოს მიიღო საფრანგეთის ელჩი - ფრანცისკანელი ბერი რუბრუკი.ამავე მიღებას ესწრებოდა სხვადასხვა რელიგიების წარმომადგენლები,რომლებთანაც თანდასწრებით ბერს სთხოვა,დამსწრეთათვის განემარტა ღვთის სიტყვა.ელჩმა ენის ბორძიკით რამდენიმე ფრაზა წარმოთქვა,ყურადღება გაამახვილა ქრისტიანებისათვის ღვთის სიყვარულისა და მისი მცნებების დაცვის აუცილებლობაზე.ამ დროს ერთ-ერთმა მუსლიმანმა სასულიერო პირმა სკეპტიკურად ჰკითხა: "არსებობს ვიმე,ვისაც არ უყვარს ღმერთი?"
"მას,ვინც მის მცნებებს არ მისდევს,არ უყვარს ღმერთი!" - უპასუხა რუბრუკმა.
ახლა მეორე სასულიერო პირმა ჰკითხა ფრანგ ბერს: "საიდან იცი ღვთის მცნებების შესახებ,ყოფილხარ ოდესმე ზეცაში?" - მან რუბრუკის სიტყვები ხელზე დაიხვია და პაექრობაში გამოიწვია იგი და ჰკითხა: "შენი აზრით,მუნქე ყაენი არ აღასრულებს ღვთის მცნებებს?"
პაექრობამ სერიოზული სახე მიიღო.მონღოლებს უყვარდათ ყველა სახის შეჯიბრება და მეტოქე რელიგიებს შორის დებატებსაც აწყობდნენ,როგორც მძლეოსანთა შერკინებებს.დისკუსია იწყებოდა დანიშნულ დღეს,მსაჯულთა თანდასწრებით,რომელთაც თვალი უნდა ედევნებინათ კამათის მსვლელობისათვის.ამჯერად მუნქე ყაენმა ბრძანა,დებტებს სამი მსაჯული დასწრებოდა - ერთი ქრისტიანი,ერთი მუსულმანი და ერთიც ბუდისტი.დისკუსია ყველა ფორმალობის დაცვით მიმდინარეობდა.მასზე დასასწრებად დიდი აუდიტორია შეიკრიბა.საგანგებო მოხელეებმა განმარტეს წესები: მონაწილეებს ერთი შეურაცმყოფელი სიტყვაც რომ დასცდენოდა,სიკვდილით დაისჯებოდა.
რუბრუკი და დანარჩენი ქრისტიანები მუსლიმანებს შეეკრნენ და ბუდისტური დოქტრინების წინააღმდეგ გაილაშქრეს.მონღოლეთის მტვრიან ველზე გამართულ კარავში თავმოყრილი,მანტიებითა და ანაფორებით შემოსილი ეს ხალხი იმას აკეთებდა,რაც თეოლოგთა და სწავლულთა არც ერთ კრებას არ გაუკეთებია ისტორიაში.საეჭვოა,ქრისტიანობის სხვადსხვა მიმდინარეობის ამდენი წარმომადგენელი ერთმანეთს შეხვედროდა სადმე და თითქმის დაუჯერებელია,ისე ესაუბრათ ბუდისტური და მუსლიმანური რელიგიების მიმდევრებთან,როგორც თანასწორებს.ღვთისმეტყველებს ამ შეკრებაზე თავიანთი იდეების მტკიცებისას იარაღის მაგივრად სიტყვებისა და ლოგიკის გამოყენება უწევდათ,ამჯერად მათ ზურგს არც ძლევამოსილი მმართველი უმაგრებდა და არც მრავალრიცხოვანი ჯარი.
საწყის რაუნდზე რუბრუკი შეხვდა ბუდისტს ჩრდილოეთ ჩინეტიდან,რომელმაც ჰკითხა,როგორ შეიქმნა სამყარო და რა მოსდის სულს სიკვდილის შემდეგო.რუბრუკმა გააპროტესტა,ბუდისტი ბერი მართებულ შეკითხვებს არ სვამსო; პირველი კითხვა "ყოველთა დამბადებელი და ყოვლისმპყრობელი" ღმერთის შესახებ უნდა ყოფილიყო.მსაჯულებმა რუბრუკის არგუმენტებს მხარი დაუჭირეს.
დებატები უამრავ თემას შეეხო: ბოროტისა და კეთილის ბრძოლას,ღვთის ბუნებას,ცხოველთა სულებს,რეინკარნაციას და იმასაც,რატომ შექმნა ღმერთმა ბოროტი.ამ დროს სასულიერო პირები სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით ცალკე რელიგიურ კოალიციებს ქმნიდნენ.მძლეოსანთა შეჯიბრებისას რაუნდებს შორის მონღოლი ათლეტები ცხენის ამჟავებულ რძეს სვამდნენ; ტრადიციის შესაბამისად,სწავლულებიც,შემდეგი რაუნდისათვის მზადებისას გვარიანად სვამდნენ სასმელს.
ჩანდა,რომ ვერც ერთი მხარე ვერ არწმუნებდა მეორეს თავის სიმართლეში.საბოლოოდ,როცა ალკოჰოლის ზემოქმედება შესამჩნევი გახდა,ქრისტიანებმა თავი ანებეს ლოგიკური არგუმენტების მოშველიებას და სიმღერა წამოიწყეს.მუსლიმანები,რომლებიც არ მღეროდნენ,ქრისტიანების ხმის გადასაფარავად ყურანის ხმამაღლა კითხვას მოჰყვნენ,ბუდისტებმა კი უხმოდ დაიწყეს მედიტაცია.შესაბამისად ვერც ერტმა მხარემ ერთმანეთი ვერ დაარწმუნა საკუთარ სიმართლეში.კამათის დასასრულს მუნქე ყაენმა მათ გასაგონად განაცხადა: "ჩვენ,მონღოლებს,ერთი ღმერთი გვწამს,ის,ვინც სიცოცხლეს გვიწყალობებს და მერე გვართმევს.მასვე ეკუთვნის ჩვენი გულები.ღმერთმა გზებიც ისეთივე განსხვავებული მისცა კაცთ,როგორიც ხელზე თითები.ჩვენ შამანების რჩევებს მივყვებით და ამიტომაც მშვიდობიანად და ბედნიერად ვცხოვრობთ".
კატეგორია: მსოფლიოს ისტორია | ნანახია: 174 | დაამატა: dato | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა
რეკლამა


free counters

ყველა უფლება დაცულია  2011-2013