ნიკოლოზ ბარათაშვილი ჩემი ლოცვა/Nicholas Baratashvili cemi locva - 13 ნოემბერში 2011 - ისტორია-HISTORY
ხუთშაბათი, 2016-12-08, 5:08 PM
თქვენ შემოხვედით როგორც|სტუმრები | ჯგუფი "სტუმრები"|მოგესალმები|სტუმრები| RSS

       ისტორია,მსოფლიოსა და საქართველოს ისტორია

საიტის მენიუ
დარეგისტრირდით

სექციის კატეგორიებ
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

www.wsa.ge
მთავარი » 2011 » ნოემბერი » 13 » ნიკოლოზ ბარათაშვილი ჩემი ლოცვა/Nicholas Baratashvili cemi locva
11:28 AM
ნიკოლოზ ბარათაშვილი ჩემი ლოცვა/Nicholas Baratashvili cemi locva


ღმერთო მამაო, მომიბილე ძე შეცდომილი
და განმასვენე ვნებათაგან ბოროტ-ღელვილი!
ნუ თუ მამასა არღა ჰქონდეს გულის-ტკივილი,
ოდეს იხილოს განსაცდელში შემცოდე შვილი?

ჰოი, სახიერო, ნუ წარვიკვეთ მე სასოებას:
პირველ უმანკომ თვით ადამმაც სცოდა შენს მცნებას,
უმსხვერპლა წადილს სამოთხისა მშვენიერება,
გარნა იხილა სასუფევლის მან ნეტარება.

ცხოვრების წყაროვ, მასვ წმინდათა წყალთაგან შენთა,
დამინთქე მათში სალმობანი გულისა სენთა!
არა დაჰქროლონ ნავსა ჩემსა ქართა ვნებისა;
არამედ მოეც მას სადგური მყუდროებისა!

გულთა-მხილავო, ცხად არს შენდა გულისა სიღმე:
შენ უწინარეს ჩემსა უწი, რას ვიზრახო მე,
და - ჩემთა ბაგეთ რაღა დაუშთთ შენდა სათქმელად?
მაშა დუმილიც მიმითვალე შენდამი ლოცვად!
კატეგორია: დიდი ქართველი მწერლები და მოღვაწეები | ნანახია: 2842 | დაამატა: dato | რეიტინგი: 4.2/9
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა
რეკლამა


free counters

ყველა უფლება დაცულია  2011-2013