ნიკორწმინდა/Nikortsminda - 25 აგვისტოში 2011 - ისტორია-HISTORY
ოთხშაბათი, 2016-12-07, 9:16 PM
თქვენ შემოხვედით როგორც|სტუმრები | ჯგუფი "სტუმრები"|მოგესალმები|სტუმრები| RSS

       ისტორია,მსოფლიოსა და საქართველოს ისტორია

საიტის მენიუ
დარეგისტრირდით

სექციის კატეგორიებ
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

www.wsa.ge
მთავარი » 2011 » აგვისტო » 25 » ნიკორწმინდა/Nikortsminda
4:18 PM
ნიკორწმინდა/Nikortsminda

ნიკორწმინდის დიდებული ტაძარი, მდებარეობს რაჭაში, სოფელ ნიკორწმინდაში. იგი აშენებულია მაღლობზე და ჩანს სოფლის ყველა წერტილიდან. შენობა გარედან მოკლემკავებიანი სწორკუთხა ჯვრის ფორმისაა, შიგნიდან ხუთაფსიდიანია. შინაგანი სივრცე შესამჩნევადაა დაგრძელებული. ფასადები შემოსილია ნათალი ქვით და დამუშავებულია უწყვეტი თაღებით.

ტაძარი აშენებულია 1010 - 1014 წლებში. სამხრეთისა და დასავლეთის კარიბჭეები ცოტა მოგვიანოა, მაგრამ არა უგვიანეს XI ს-ის პირველი ნახევრისა. სამრეკლო XIX ს-ის მეორე ნახევარშია აგებული. 1534 წ. ტაძარი განუახლებია იმერეთის მეფე ბაგრატ III -ს. ტაძრის შიგნითა ფრესკებიც ამავე საუკუნისაა.

ნიკორწმინდის ფასადები და ეკვტერები, ჩუქურთმათა გარდა, მორთულია ძალიან დამახასიათებელი და ისტორიულ - ევოლუციური თვალსაზრისით უაღრესად მნიშვნელოვანი რელიეფური ქანდაკებებით: აქ არის წმინდანთა გამოსახულებები, მრავალფიგურიანი სცენები ("ფერისცვალება", "მეორედ მოსვლა","ჯვრის ამაღლება" და სხვ.), რეალური და ფანტასტიკური ცხოველები. რომლებიც საოცრად ლარად და ზუსტად ჯდებიან ერთიან სილუეტში.

შენობის გარეგნობა რამდენადმე მძიმეა, ელეგანტურობას მოკლებული. განსაკუთრებით გუმბათის ყელის მასიურობის გამო, მაგრამ ორნამენტაციის სიუხვე, უშრეტი მრავალფეროვნება, შესრულების ძალიან მაღალი ხარისხი, ძალზე საინტერესო სკულპტურული დეკორი ძლიერ შთაბეჭდილებას ტოვებს.

 

ორნამენტი ნიკორწმინდიდან

კატეგორია: ისტორიული ძეგლები | ნანახია: 585 | დაამატა: dato | რეიტინგი: 4.0/1
სულ კომენტარები: 0
ძებნა
რეკლამა


free counters

ყველა უფლება დაცულია  2011-2013