ოლღა გურამიშვილი 1842-1927 წლები - 10 მარტში 2012 - ისტორია-HISTORY
კვირა, 2016-12-11, 3:13 AM
თქვენ შემოხვედით როგორც|სტუმრები | ჯგუფი "სტუმრები"|მოგესალმები|სტუმრები| RSS

       ისტორია,მსოფლიოსა და საქართველოს ისტორია

საიტის მენიუ
დარეგისტრირდით

სექციის კატეგორიებ
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

www.wsa.ge
მთავარი » 2012 » მარტი » 10 » ოლღა გურამიშვილი 1842-1927 წლები
3:20 PM
ოლღა გურამიშვილი 1842-1927 წლები
ოლღა გურამიშვილი 1842-1927 წლები,უდიდესი ქართველი საზოგადო მოღვაწის,ქართველთა სულისა და გულის,შემდგომში ჩვენი ეკლესიის მიერ,წმინდანად შერაცხული ილია ჭავჭავაძის მეუღლე.რომელიც საქართველოს ისტორიას არამხოლოდ ილიას ღირსეული მეუღლლეობის გამო დაამახსოვრდა. ოლღა თადეოზის ასული გურამიშვილი - ჭავჭავაძისა დაიბადა 1842 წლის 12 მარტს, ქვემო ავჭალაში. ოლღას მამა - თადეოზ ზაალის ძე გურამიშვილი 1800 - 1875 , საგურამოელი ამაყი და ქართლის ერთ-ერთი უმდიდრესი მემამულე, მარიამ ციციშვილის , საქართველოს უკანასკნელი დედოფლის დედის დისწული. ოლღას დედა - ელისაბედ გიორგის ასული  ნაადრევად გარდაიცვალა. თადეოზ გურამიშვილს მისგან ორი ასული -ეკატერინე და ოლღა დარჩა.ის იყო წერა კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების  ამიერკავკასიის ქალთა საზოგადოების,საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფო საზოგადოების აქტიური,ღირსეული წევრი.ოლღა სიციცხლის ბოლომდე ერთგულად მისდევდა ილია მიერ მისდამი მიწერილ მცნებებს - დედობა,ცოლობა და დობა,დიდი საქმე არ არის.ეს ზოგი ბუნების საქმეა,ზოგი გარემოებისა.საქმე კარგი დედაკაცობაა,ქალს სხვა ბევრი რამ მოვალეობა აწევს,საზოგადოებისა და ქვეყნის წინაშე. და იგი მართლაც,  ქართველი ერის კარგი დედაკაცობის განსახიერებად იქცა.თან ახლდა ილიას იმ ავბედით დღეს როდესაც არა მარტო ილიას არამედ სრულიად საქართველოს ესროლეს ტყვია.კომუნისტების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მას პენსიის მიცემაზე უარი განუცხადეს,იმ მოტივით რომ,მას არ ესაჭიროებოდა პენსია,რადგან საკმაოდ შეძლებული ოჯახიდან იყო.მას შემდეგ ქალბატონმა  ოლღამ ოც წლამდე იცოცხლა და 1927 წლის 25 აპრილს აღესრულა.მადლიერმა  ქართველმა ერმა 29 აპრილს მთაწმინდაზე დაკრძალა, დიდებული მეუღლის გვერდით.
კატეგორია: დიდი ქართველი მწერლები და მოღვაწეები | ნანახია: 235 | დაამატა: dato | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა
რეკლამა


free counters

ყველა უფლება დაცულია  2011-2013