ოთარ ჭილაძე - 28 აპრილში 2012 - ისტორია-HISTORY
ოთხშაბათი, 2016-12-07, 9:12 PM
თქვენ შემოხვედით როგორც|სტუმრები | ჯგუფი "სტუმრები"|მოგესალმები|სტუმრები| RSS

       ისტორია,მსოფლიოსა და საქართველოს ისტორია

საიტის მენიუ
დარეგისტრირდით

სექციის კატეგორიებ
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

www.wsa.ge
მთავარი » 2012 » აპრილი » 28 » ოთარ ჭილაძე
11:51 AM
ოთარ ჭილაძე


ოთარ ჭილაძე დაიბადა 1933 წლის 20 მარტს სიღნაღში.ბრწყინვალე ქართველი მწერალი პროზაიკოსი,პოეტი და დრამატურგი.აღსანიშნავია ის გარემოებაც რომ ეს დიდი ქართველი წარდგენილ იქნა ნობელის პრემიაზე 1998 წელს.ოთარის მამა ივანე ჭილაძე,ეკონომისტი იყო ხოლო დედა თამარ მათეშვილი.მეუღლე ნანა თოფაძე-ჭილაძისა.ასევე ცნობილი მწერალი და საზოგადო მოღვაწეა მისი ძმა თამაზ ჭილაძე,ხოლო შვილი,ზაზა ჭილაძე კი ინგლისურიდან მთარგმნელი,ასევე ჰყავს ქალიშვილი თამარი.1938 წელს ოთარი შეიყვანეს ბათუმის  შოთა რუსთაველის სახელობის სკოლაში.1946 წელს კი გადავიდა თბილისში და დაამთავრა ვაჟთა მე-7 სკოლა.1956 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი ჟურნალისტიკის განხრით.მუშაობდა ჟურნალ ცისკარში 1958-64 წლებში.იყო შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის  რესპუბლიკური კომიტეტის მდივანი 1964-73 წლებში, ჟურნალ - საბჭოთა ხელოვნების  მთავარი რედაქტორი 1973-81 წლებში,საქართველოს მწერალთა კავშირის გამგეობის მდივანი 1981-87 წლებში.1991 წლიდან პროფესორია და დრამატურგიის კურსი მიჰყავდა საქართველოს თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტში,1997 წლიდან ჟურნალ - მნათობის მთავარი რედაქტორი გახლდათ.პირველი ლექსები გამოაქვეყნა ალმანახში - პირველი სხივი,1952 წელს,პირველი პოეტური კრებული „მატარებლები და მგზავრები"კი 1959 წელს მას შემდეგ მისი მრავალი წიგნი გამოქვეყნდა.ოთარის კალამს ეკუთვნის პოეტური კრებულები - მატარებელი და მგზავრები,თიხის ფირფიტები,მზე დეკემბერში,კიბე და სხვა კრებულები.ის ასევე აქტიურად მუშაობდა პროზის ჟანრშიც,მის შემოქმედებას ეკუთვნის პროზაული ნაწარმოებებ - წათეს წითელი
წაღები,გოდოლი,ბედნიერი ტანჯული და სხვა.ხოლო მისმა რომანებმა საკმაოდ დიდი პოპულარობა მოუტანა მას,როგორც შესანიშნავ მწერალს.მის მიერ დაწერილი რომანებია - გზაზე ერთი კაცი მიდიოდა,დაწერილი 1973 წელს.ყოველმან ჩემმან მპოვნელმან ,დაწერილი 1976 წელს,რკინის თეატრი და მარტის მამალი.მასვე ეკუთვნის ულამაზესი ფრაზა,რომელიც მისი ცხოვრების თეზისიც კი გახლდა - "რაც არ უნდა პათეკიტურად ჟღერდეს,ჩემი ცხოვრებისეული კრედო სამშობლო და სიმართლეა! სხვა იდეალების დევნა,ჯერჯერობით,თუ უნებლიე დანაშაული არ არის,აშკარად ფუფუნებაა ჩვენთვის.ფუფუნება,რა თქმა უნდა, კარგია,მაგრამ ჯერ ღირსი უნდა გახდე ფუფუნებისა,ანუ, უნდა დაიმსახურო,ისევ და ისევ, სამშობლოსა და სიმართლის სამსახურით".მწერალს მიღებული აქვს საქართველოს სახელმწიფო პრემია 1993 წელს,ილია ჭავჭავაძის სახელობის 1997 წელს და შოთა რუსთაველის სახელობის 1983 წელსპრემიები.ოთარ ჭილაძე იყო თბილისის საპატიო მოქალაქე.მისი სცენარის მიხედვით გადაღებულია შესანიშნავი ქართული მხატვრული ფილმი - 
ლონდრე 1965 წელს.ოთარ ჭილაძე გარდაიცვალა 2009 წლის 1 ოქტომბერს.მისი შემოქმედება კი სამუდამოდ აღიბეჭდა ქართველი ხალხის მეხსიერებაში და საპატიო ადგილი დაიკავა ქრთულ ლიტერატურაში.მის მიერ დაწერილი წიგნები კი ქართველი მკითხველის სამაგიდო წიგნებად არის ქცეული.



კატეგორია: დიდი ქართველი მწერლები და მოღვაწეები | ნანახია: 277 | დაამატა: dato | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა
რეკლამა


free counters

ყველა უფლება დაცულია  2011-2013