პავლე ინგოროყვა "ბიოგრაფია' - 13 აგვისტოში 2012 - ისტორია-HISTORY
შაბათი, 2016-12-10, 9:55 AM
თქვენ შემოხვედით როგორც|სტუმრები | ჯგუფი "სტუმრები"|მოგესალმები|სტუმრები| RSS

       ისტორია,მსოფლიოსა და საქართველოს ისტორია

საიტის მენიუ
დარეგისტრირდით

სექციის კატეგორიებ
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

www.wsa.ge
მთავარი » 2012 » აგვისტო » 13 » პავლე ინგოროყვა "ბიოგრაფია'
4:59 PM
პავლე ინგოროყვა "ბიოგრაფია'

პავლე იესეს ძე ინგოროყვა დაიბადა 1893 წლის 1 იანვარს ქალაქ ფოთში.ერთ-ერთი უდიდესი ქართველი პატრიოტი და ლიტერატურათმცოდნე.მშობლიურ ქალაქში დაამთავრა რამდენიმეკლასიანი სასწავლებელი.1912 წელს სწავლის გასაგრძელებლად მიემგზავრება პეტერბურგში,სადაც სწავლა განაგრძო პეტერბურგის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე.1913 წელს,როდესაც ის ჯერ კიდევ 20 წლის ახალგაზრდა გახლდათ,აქვეყნებს თავის პირველ ნაშრომს "ძველ-ქართული სასულიერო პოეზია".ავადმყოფობის გამო პავლე ინგოროყვამ სრული კურსის გავლა ვერ შეძლო და უდიპლომოდ ბრუნდება სამშობლოში 1915 წელს.მანამდე კი 1914 წელს მისი პირველი სტატია "თარგმანება ფსალმუნთა წიგნისა" იბეჭდება ქართულ გაზეთებში.მას არ დაუცავს საკანდიდატო,არამცთუ სადოქტორო,დისერტაცია.არც საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრად აურჩევიატ.მიუხედავად ამისა,იგი დარჩება XX საუკუნისა და საერთოდ ქართული ჰუმანიტარული აზრის გამომხატველი - ქართული ცივილიზაციის ისტორიის შემქმნელად,დიდ აღმოჩენათა სულის ჩამდგმელად და ახალი გზების გამკვალავად,საქართველოს ტერიტორიული საზღვრების დამდგენად,აფხაზეთის მხარის ქართული ისტორიული ფესვების გამრკვევად თუ აჭარის დამბრუნებლად საქართველოს საზრვრებში გონებამახვილური მიგნების წყალობით.პავლე ინგოროყვას სამეცნიერო ნაშრომებში "ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიის მოკლე მიმოხილვა","ქართული დამწერლობის ძეგლები ანტიკური ხანისა","გიორგი მერჩულე",თამარ მეფის იამკობანი" და სხვა ნაშრომებში წარმოსახულია ჩვენი საზოგადოებრივი და კულტურული სინამდვილე უძველესი ჟამიდან XX საუკუნემდე.იგი შორს ეძიებდა ჩვენი მოდგმის ისტორიულ ფესვებს და ის ლიტერატურა,რომელსაც ჩვენი წელთაღრიცხვის V საუკუნიდან ავითვლით,ახალ მწერლობად მიაჩნდა.რადგანაც მიაგნებდა ნაშთებს მანამდელი მხატვრული აზროვნებისას ისტორიული ქრონიკების ფურცლებზე.ჯერ მარტო ფარნავაზის ეპოსის ფრაგმენტების მიკვლევა რად ღირს ანდა დამწერლობის რამდენიმე ნიმუშისა I საუკუნის სტელაზე.ივანე ჯავახიშვილმა მის ერთ-ერთ მონოგრაფიას ("ძველ-ქართული წარმართული კალენდარი") გზის გამკვლევი უწოდა.მისი შემოქმედების ანუ ქართული ცივილიზაციის ისტორიის გვირგვინი კი უსათუოდ არის "გიორგი მერცულე".ქართული ჰუმანიტარული აზროვნების მწვერვალი.სწორედ პავლე ინგოროყვას მიერ დადგენილი თარიღით არინიშნა 1966 წელს "დიდი" შოთა რუსთაველის დაბადების 800 წლისთავი,აღსანიშნავია,რომ თავად ინგოროყვა ამ თარიღის აღნიშვნის საზეიმო ცერემონიას და ეს სულაც არ ყოფილა შემთხვევითი თუ გამონაკლისი მოვლენა მისი ცხოვრების გზაზე.იგი განიცდიდა მუდმივ დევნასა და შევიწროებას კომუნისტური ხელისუფლებისა თუ ნომენკლატურული მეცნიერების მხრიდან,გარიცხული იყო მის მიერვე დაარსებული საქართველოს მწერალთა კავშირიდან შოვინისტისა და რეაქციონერის ბრალდებით; მისი სახელი შეტანილი იყო შავ სიაში,როგორც ნაციონალისტისა.ამის გამო მას კომუნისტებისაგან არა მარტო დევნა არამედ დახვრეტაც კი ემუქრებოდა.იგი გახლდათ დიდი განცდისა და ექსტაზის პიროვნება,ზოგ შემთხვევებში თავზეხელაღებულიც კი (კარგი გაგებით).რაც არაერთხელ გამოუმჟღავნებია.მიუხედავად ჭლექის უმძიმესი დაავადებისა,რომელიც მას მთელი ცხოვრება ტანჯავდა.1918 წელს რევაზ გაბაშვილთან ერთად უაღრესად სახიფათო მგზავრობასაც ახორციელებს ბათუმიდან ტრაპიზონში,რადგან იქ წყდებოდა ბედი საქართველოს სამხრეთ საზღვრისა.მანამდე კი 1917 წელს ჩრდილოკავკასიელ მთიელთა I ყრილობაზე საკმაოდ ეფექტური გამოსვლაც ჰქონდა.როგორც ეროვნული საბჭოს წევრი,ისიც აწერს ხელს საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს 1918 წლის 26 მაისს.იმავე პერიოდში ჩადის ჯავახეთის ფრონტზე და ჯარისკაცებს მიულოცავს საქართველოს დამოუკიდებლობას.ქრისტეფორე რაჭველიშვილთან ერთად ჩამოაგდებს წითელ დროშას მტავრობის სახლიდან და ქართულ ბაირაღს აღმართავს.1921 წლის თებერვლის დღეებში იარაღით ხელში მონაწილეობს თბილისის დასაცავად რუსული ურდოებისგან,და როდესაც კაპიტულანტური მთავრობის ბრძანებით უკან დახეული ქართველი ჯარისკაცები თბილისს ტოვებენ,პავლე ინგოროყვა ამ რეალობას ვერ უძლებს და რადგანაც მისთვის თბილისის უბრძოლველად დატოვება ისედაც სიკვდილის ტოლფასია,იძრობს იარაღს და გულში დაიმიზნებს თავის მოსაკლავად.ღვთის შეწევნით მოასწრებენ და ნაგანს ხელიდან ართმევენ,თოკით შეკრავენ,ფორანზე აწვენენ და ისე გაყავთ თბილისიდან.მონაწილეობდა ბათუმის გამოხსნაში თურქბისაგან,ლეგენდარული ქართველი გენერლის გიორგი მაზნიაშვილის მიერ ხორცშესხმულ საარაკო აქციაში.კიდევ ერთი უდიდესი ქართველობა და პატრიოტობა მან მაშინ გამოამჟღავნა,როდესაც რუსეთმა ბრესტ-ლიტოვსკის ზავით უყოყმანოდ დაუთმო აჭარა თურქეთს.საზღვარი კი მდინარე ჩოლოქისა და მდინარე ჭოროხის გარეგნული ფონეტიკური მსგავსება მარჯვედ გამოიყენა დიდმა ქართველმა და შეძლო დაერწმუნებინა ორივე დელეგაციის მონაწილეები საზღვარი არა ჩოლოქთან არამედ ჭოროხთან გაევლოთ,თან არნიშნა,რომ ზავის პირობები სწორედ ამას გულისხმობსო.ასე გადაგვირჩა აჭარის მთელი ძირძველი ტერიტორია.საქართველოს გასაბჭოების შემდეგ მან მთელი მისი სასიცოცხლო ენერგია ქვეყნისა კულტურულ ფრონტზე გადაიტანა,რათა თვითმყოფადობა ამ გზით შეენარჩუნებინა.კონსტანტინე გამსახურდიასთან ერთად ქმნის ქართველ მწერალთა აკადემიურ ასოციაციას.აარსებს ჟურნალ "კავკასიონს",გამომცემლობა "ქართულ წიგნს" და ახერხებს იმ დროისათვის უჩვეულო "ილია ჭავჭავაძის თხზულებათა ათტომეულის" გამოცემას.საბჭოთა მთავრობას მისი მოქმედებები არ გამოპარვია და დაიწყო მის მიმართ სიბინძურისა და ათასი ჭორების გავრცელება.მიუხედავად ამისა პავლე ინგოროყვა ერთგული დარჩა დამოუკიდებელი საქართველოსი.დიდი ქართველი მამულიშვილი გარდაიცვალა 1983 წლის 20 ნოემბერს.აღსანიშნავია,რომ მისი დაკრძალვა გადაიქცა ეროვნულ მანიფესტაციად - ხალხმა მისი ცხედარი ხელით წაასვენა მაჩაბლის ქუჩიდან დიდუბის პანთეონში და ქაშუეთისა და დიდუბის ეკლესიებიც ზარის რეკვით გამოხატავდა ქართველი ხალხის თავის მწუხარებას "დიდი მამულიშვილის" დაღუპვის გამო.

P.S. ალბათ მისი განვლილი ცხოვრების მიმართ ერთადერთი სიტყვები გაგვახსენდება,რომელიც გრიგოლ რობაქიძემ უძღვნა,პავლე ინგოროყვას მიერვე დაწერილ "გიორგი მერჩულეს":

"კითხულობ მას და ხედავ: საქართველო იზრდება ვითარ ცოცხალი არსი,ვრცელდება თანდათან,მკვიდრდება ნელინელ,დგინდება,მტკიცდება.წიგნი ციხე-სიმაგრედაა აღმართული,ისეთ ციხე-სიმაგრედ,რომელსაც ვერარა შელახავს და ვერარა აიღებს".
კატეგორია: დიდი ქართველი მწერლები და მოღვაწეები | ნანახია: 314 | დაამატა: dato | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა
რეკლამა


free counters

ყველა უფლება დაცულია  2011-2013