ფრანც ბრენტანო "ბიოგრაფია' - 13 აგვისტოში 2012 - ისტორია-HISTORY
ხუთშაბათი, 2016-12-08, 5:06 PM
თქვენ შემოხვედით როგორც|სტუმრები | ჯგუფი "სტუმრები"|მოგესალმები|სტუმრები| RSS

       ისტორია,მსოფლიოსა და საქართველოს ისტორია

საიტის მენიუ
დარეგისტრირდით

სექციის კატეგორიებ
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

www.wsa.ge
მთავარი » 2012 » აგვისტო » 13 » ფრანც ბრენტანო "ბიოგრაფია'
4:54 PM
ფრანც ბრენტანო "ბიოგრაფია'

ფრანც ბრენტანო დაიბადა 1838 წლის 16 იანვარს მარიენბერგში (გერმანია).გამოჩენილი ავსტრიელი ფილოსოფოსი და ფსიქოლოგი.ფენომენოლოგიის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი.ასევე ანალიტიკური ფილოსოფიის რამდენიმე იდეის ავტორი.იგი გახლდათ დისშვილი ცნობილი გერმანელი პოეტისა და მწერლის კლემენს ბრენტანოსი.მისი მშობლები გახლდათ ემილი და კრისტიანა ბრენტანოები.ძმა ფრანცის ასევე ცნობილი ეკონომისტი ლუიო ბრენტანო იყო.ფრანცმა სკოლის დასრულების შემდეგ დიდი ინტერესით დაიწყო თეოლოგიისა და ფილოსოფიის შესწავლა.რამდენიმე წლის მანძილზე ცხოვრობდა დომინიკელთა მონასტერში გრაცში (ავსტრია).1864-1866 წლებში მიენიჭა ფილოსოფიის პრივატ-დოცენტის ხარისხი ვიუცბერგში და ამავე უნივერსიტეტში 1873 წელს მიენიჭა პროფესორის ხარისხი,თუმცა მალევე დატოვა აღნიშნული უნივერსიტეტი.1880 წელს მან ასევე უარი განაცხადა ვენის უნივერსიტეტში ეხელმძღვანელა ორდინარური ფილოსოფიის კათედრისათვის.მანვე უარი განაცხადა მინიჭებოდა ამავე უნივერსიტეტის პროფესორის ხარისხი და ვენის უნივერსიტეტში ის მხოლოდ პრივატ-დოცენტის ხარისხით ატარებდა ლექციებს.მისი ფილოსოფიური შეხედულებები თანხვედრილი გახლდათ ძველი ბერძენი ფილოსოფოსის არისტოტელეს და მისი შემდგომი თაობების (ანალოგიური ფილოსოფიური მხედველობის) მქონე ფილოსოფოსების შეხედულებებთან.მისი უმთავრესი ნაშრომები გახლავთ "Die Psychologie des Aristoteles",რომელიც ფრანცმა დაწერა 1867 წელს.ხოლო მეორე მნიშვნელოვანი ნაშრომი გახლავთ "Psychologie vom empirichen standpunkte",რომელიც გამოიცა ლაიფციგში 1874 წელს.როგორც ფრანც ბრენტანო ამტკიცებდა "ნამდვილი მეთოდი ფილოსოფიისა არაფრით განსხვავდებოდა საბუნებისმეტყველო მეცნიერებისაგან".მისმა ფილოსოფიურმა შეხედულებებმა უდიდესი გავლენა იქონია გვიანდელ გერმანელ ფილოსოფოსებზე,ისეთები როგორებიც იყვნენ - ედმუნდ ჰუსერლი,მეინონგი და სხვები.ასევე დიდი როლი ითამაშა ლოგიკური პოზიტივიზმის განვითარებაში.ფრანც ბრენტანო გარდაიცვალა 1917 წლის 17 მარტს ციურიხში (შვეიცარია).მისი ფილოსოფიური მხედველობა კი დღესაც აქტუალურია ამ უდიდესი მეცნიერების წიაღში.
კატეგორია: მსოფლიოს ისტორია | ნანახია: 289 | დაამატა: dato | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა
რეკლამა


free counters

ყველა უფლება დაცულია  2011-2013