კვირა, 2017-10-22, 4:24 PM
თქვენ შემოხვედით როგორც|სტუმრები | ჯგუფი "სტუმრები"|მოგესალმები|სტუმრები| RSS

       ისტორია,მსოფლიოსა და საქართველოს ისტორია

საიტის მენიუ
დარეგისტრირდით

სექციის კატეგორიებ
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

www.wsa.ge
მთავარი » 2013 » იანვარი » 6 » ფრიდრიხ ფონ ჰაუზენი
10:14 PM
ფრიდრიხ ფონ ჰაუზენი

ფრიდრიხ ფონ ჰაუზენი დაიბადა,დაახლოებით 1150-1160 წლებში და იგი წარმოადგენდა შუასაუკუნეების ერთ-ერთ გამოჩენილ გერმანელ პოეტს,ადრეული მინეზანგისა (სიტყვა-სიტყვით "სასიყვარულო სიმღერა".ჟანრი შუასაუკუნეების გერმანული სარაინდო პეზიისა).1171 წლიდან,ფრიდრიხი ხშირად მოიხსენიება ისტორიულ დოკუმენტებში,როგორც დაახლოებული პირი,რომის საღვთო იმპერიის იმპერატორის ფრიდრიხ I ბარბაროსასი (1122-1190 წლები) და მისი მემკვიდრის - ჰაინრიხ VI გოგენშტაუფენისა (1165-1197 წლები).1175-1186 წლებში,ფრიდრიხი ჰაინრიხ VI-ს თან ახლდა იტალიაში.1187 წელს იგი ესწრებოდა ფრიდრიხ I ბარბაროსას და საფრანგეთის მეფის ფილიპე II გიუსტის შეხვედრას,სადაც განიხილებოდა საკითხები "მესამე ჯვაროსნული ლაშქრობისა".აღნიშნული ფაქტი კი დამადასტურებელია იმისა,თუ როგორი გავლენიანი და დაახლოებული პირი გახლდათ ფრიდრიხ ფონ ჰაუზენი,რომის საღვთო იმპერატორების სასახლის კარზე.მიუხედავად იმისა,რომ ფრიდრიხი აქტიურად იყო ჩართული პოლიტიკურ პროცესებში (მას მინიჭებული ჰქონდა "რაინდის" ტიტული),იგი მაინც აქტიურად იყო ჩართული ლიტერატურულ მოღვაწეობაში.მისი შემოქმედება ძირითადად მოიცავდა ადრეული მინეზანგის პერიოდის პოეზიას,მათ შორის სიმღერებს მესამე ჯვაროსნული ლაშქრობისა,რომელთაც მოიხსენიებდნენ,როგორც "ჯვაროსნული სიმღერები".მის პოეზიაში ღრმად და ემოციონალურად იყო გადმოცემული ჯვაროსანთა შინაგანი განწყობა.მათი მისწრაფება ქრისტეს საფალავის განთავისუფლებისათვის და "ქრისტეს რაინდების",იგივე "ჯვაროსნების" ვალი იერუსალიმის განთავისუფლებისა.სწორედ ფრიდრიხი მიიჩნევა ერთ-ერთ პირველ პოეტად,რომელმაც მინეზანგში შეიტანა ნაირსახეობა ჟანრებისა.ფრიდრიხ ფონ ჰაუზენი გარდაიცვალა 1190 წლის 6 მაისს.მისი შემოქმედება კი იმ პერიოდის მინეზანგის ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშებად მიიჩნევა დღემდე.
კატეგორია: მსოფლიოს ისტორია | ნანახია: 437 | დაამატა: dato | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა
რეკლამა


free counters

ყველა უფლება დაცულია  2011-2013