რა არის წუთისოფელი?! - 22 აპრილში 2012 - ისტორია-HISTORY
კვირა, 2016-12-11, 3:13 AM
თქვენ შემოხვედით როგორც|სტუმრები | ჯგუფი "სტუმრები"|მოგესალმები|სტუმრები| RSS

       ისტორია,მსოფლიოსა და საქართველოს ისტორია

საიტის მენიუ
დარეგისტრირდით

სექციის კატეგორიებ
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

www.wsa.ge
მთავარი » 2012 » აპრილი » 22 » რა არის წუთისოფელი?!
7:20 PM
რა არის წუთისოფელი?!

რა არის წუთისოფელი?! ალბათ ამაზე ძვირფასო მკითხველო ხშირად დავფიქრებულვართ და არა მგონია ამ თემაზე ადამიანს,თუნდაც ერთი წამით მაინც არ გაეფიქროს.ახსნა ამისა ქრისტიანული მართლაც რომ ჭეშმარიტებას ღაღადებს და გვიხსნის იმას თუ რა არის წუთისოფელი და რისთვის მოვევლინეთ ამ ქვეყანას წუთისოფლის შვილები.ალბათ დაგვაინტერესებს თითოეულ ჩვენთაგანს,თუნდაც იმიტომ რომ,ყოველი ჩვენთაგანი ხომ,ამ წუთისოფლის შვილები ვართ.დღეს კვირაცხოვლობის დიდი დღესასწაულია
  და მოგილოცავთ! შეგეწიოთ უფლის მადლი თქვენ და სრულიად საქართველოს.გვიყვარდეს სიცოცხლე,ის მარტო ჩვენ არ გვეკუთვნის,ეს ღმერთის უდიდესი საჩუქარია,ჩვენთვის მონიჭებული.

წუთისოფელი არის ადგილი,სადაც გვაქვს დრო და საშუალება,ვეძებოთ,ვიპოვოთ და განვმდიდრდეთ სიბრძნით,რაც მხოლოდ უფალშია,მისით და მისგანაა.''ყოველი დღენი უფლისანი არიან'' და თითოეული დღე შესაფერი უნდა იყოს მისი სიდიადისა და დიდებისა.დღე,რომელმაც ღვთის ერთგულებისა და ხსოვნის გარეშე ჩაიარა,რაც აუცილებლად აისახება ჩვენს განზრახვასა და ქმედებაზე - ამაოა,მით უმეტეს,თუ ყოველივე ეს სინანულსა და წუხილს არ აღგვიძრავს.ყველაზე საშიში და მომაკვდინებელი კი ის არის,რომ მადლიერნი არ ვართ უფლის მიერ ნაჩუქარი თითოეული წამისთვის.მომაკვდინებელი სენით მოწყლულმა იცის სიცოცხლის ფასი,მისთვის ყველაზე ძვირფასი გამჩენის მიერ მომადლებული ყოფიერების ჟამია,რადგან გამოვლენილმა უმძიმესმა ავადმყოფობამ შეაგრძნობინა ჯანმრთელი,საღი ცხოვრების გემო და კეთილდღეობა.აქედან გამომდინარე,უმადურების თავიდათავი საკუთარი სნეულების არ და ვერდანახვაა.მკურნალი იმას არ სჭირდება,ვინც თავს ჯანმრთელად თვლის და მკურნალს ის არ ემადლიერება,ვინც არ მიიჩნევს თავს მისგან განკურნებულად.უხილავის(სულის) სნეულებაა მიზეზი ხილულისა(ჩვენი მიწიერი ყოფისა),უმადურებაა საყვარელი შვილი ამპარტავნებისა.ჩვენი ცხოვრების დღეები ის ბედნიერი ჟამია,რომელიც სარეცელს მიჯაჭვული ავადმყოფის მსგავსად მანუგეშებელ,იმედისმომცემ წუთებად გვევლინება ამქვეყნიურ მტანჯველ,გოლგოთის მომაკვდინებელ გზაზე.როგორც ხორციელი ჯანმრთელობაა მიწიერი ცხოვრების დღეთა სიმრავლის მომასწავებელი,ასევე სულის სიჯანსაღეა''დაუღამებელ დღეთა'',მარადიული ნეტარების,სასუფევლის მომმადლებელი,სადაც დაუსაბამოდ მეფობს,საუკუნოდ ჰგიებს წმინდა სამება - მამა,ძე და სულიწმინდა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ!
კატეგორია: ეს საინტერესოა !!! | ნანახია: 2530 | დაამატა: dato | რეიტინგი: 3.4/7
სულ კომენტარები: 2
2  
მადლობთ. ეს ჩემი თემა იყო

1  
dzalian gtkhov damexmarot da mokle analizi momweot am temis shesaxeb

სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა
რეკლამა


free counters

ყველა უფლება დაცულია  2011-2013