რეზო ჭეიშვილი - 10 მაისში 2012 - ისტორია-HISTORY
კვირა, 2016-12-11, 3:16 AM
თქვენ შემოხვედით როგორც|სტუმრები | ჯგუფი "სტუმრები"|მოგესალმები|სტუმრები| RSS

       ისტორია,მსოფლიოსა და საქართველოს ისტორია

საიტის მენიუ
დარეგისტრირდით

სექციის კატეგორიებ
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

www.wsa.ge
მთავარი » 2012 » მაისი » 10 » რეზო ჭეიშვილი
8:48 PM
რეზო ჭეიშვილი


მწერალი და სცენარისტი რეზო ჭეიშვილი დაიბადა ქალაქ ქუთაისში, 1933 წლის 24 აპრილს. დაამთავრა ქუთაისის ვაჟთა მერვე საშუალო სკოლა 1952 წელს. 1954 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის  ფაკულტეტზე, რომელიც დაასრულა 1958 წელს.

ჰყავს ორი ვაჟი, სამი შვილიშვილი. მეუღლე სოფიო ჩოხელი გარდაიცვალა 1991 წელს. 1997 წლიდან ცხოვრობს მეორე მეუღლესთან, მარინა ვერულაშვილთან ერთად.

სტუდენტობისას უნივერსიტეტის ალმანახ "პირველ სხივში" და ახალგაზრდულ ჟურნალ "ცისკარში" გამოაქვეყნა პირველი მოთხრობები.

1961 წლიდან 1992 წლამდე, მუშაობდა კინოსტუდია "ქართულ-ფილმში" რედაქტორად, სასცენარო კოლეგიის წევრად, შემოქმედებითი გაერთიანების წევრად და ერთ-ერთ ხელმძღვანელად, პარალელურად მოღვაწეობდა ჟურნალებში "ცისკარი", "საუნჯე".

1987 წლის იანვარში გაამწესეს ალმანახ "განთიადის" მთავარ რედაქტორად მშობლიურ ქალაქ ქუთაისში . მისი მეცადინეობით ალმანახი გადაკეთდა ჟურნალად.

თავმჯდომარეობდა რუსთაველის საზოგადოებას, იმ წლებშივე (1987-1992) დააარსა საზოგადოებრივ-პუბლიცისტური გაზეთი "მოწამეთა", შემდგომში ილუსტრირებული ჟურნალი "მწვანეყვავილა". უსახსრობის გამო ლიტერატურულ-საზოგადოებრივი ზემოთ ნახსენები ორივე ორგანო დაიხურა.

1992 წელს საქართველოს მწერალთა ყრილობაზე არჩეულ იქნა მწერალთა კავშირის მდივნად, თავმჯდომარის პირველ მოადგილედ.

1997-98 წლის ორ სეზონს, როგორც დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი, უძღვებოდა ლადო მესხიშვილის სახელობის ქუთაისის აკადემიურ თეატრს.

არჩეულ იყო მესამე მოწვევის (1992-1995) პარლამენტის დეპუტატად.

გამოცემული აქვს წიგნები: "ვაიმე, ჩემო ვენახო", "პირველი", თხზულებანი 2 ტომად, "ჩემი მეგობარი ნოდარი", "რკინის სახკომი", "დალი", "ყაჩაღები", "მოწამეთა", "კუდიანი ვარსკვლავი", "ყაჩაღები", "სამი რომანი", "რჩეული ნოველები", "მესამე გზა", "ცისფერი მთები".

რეზო ჭეიშვილის სცენარით გადაღებულ ელდარ შენგელაიას "ცისფერ მთებს" 1984 წელს მიენიჭა საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემია;

მიღებული აქვს რამდენიმე გამორჩეული ნაწარმოებისა და მთელი შემოქმედებისათვის რესპუბლიკის უმაღლესი ჯილდო შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია. აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო პრემია და სხვა ნაკლებ მნიშვნელოვანი, თუმც ფრიად საპატიო ჯილდოები.


კატეგორია: დიდი ქართველი მწერლები და მოღვაწეები | ნანახია: 533 | დაამატა: dato | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა
რეკლამა


free counters

ყველა უფლება დაცულია  2011-2013