"რუანდა" - 29 ნოემბერში 2012 - ისტორია-HISTORY
კვირა, 2016-12-11, 3:17 AM
თქვენ შემოხვედით როგორც|სტუმრები | ჯგუფი "სტუმრები"|მოგესალმები|სტუმრები| RSS

       ისტორია,მსოფლიოსა და საქართველოს ისტორია

საიტის მენიუ
დარეგისტრირდით

სექციის კატეგორიებ
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

www.wsa.ge
მთავარი » 2012 » ნოემბერი » 29 » "რუანდა"
10:08 PM
"რუანდა"


"რუანდა" - რუანდის რესპუბლიკა,სახელმწიფო ცენტრალურ აღმოსავლეთ აფრიკაში.დედაქალაქი კიგალი 851024 მაცხოვრებელით.მოსაზღვრე ქვეყნებია - ჩრდილოეთით უგანდა,სამხრეთით ბურუნდი,დასავლეთით კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა და აღმოსავლეთით ტანზანია.რუანდას ათასი ბორცვის მხარესაც უწოდებენ.მიუხედავად ეკვატორის სიახლოვისა, მისი მაღალმთიანობის გამო ქვეყანაში შედარებით დაბალი ტემპერატურაა.ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობა 10,746,311 ადამიანია,რითაც ის მსოფლიო ქვეყნებს შორის,მოსახლეობის რაოდენობით 91-ე ადგილზეა.ფართობი ქვეყნისა 26,338 კვედრატული კილომეტრია,ამ მაჩვენებლით იგი მსოფლიო ქვეყნებს შორის 144-ე ადგილზეა.ოფიციალური ენებია - რუანდა,ინგლისური და ფრანგული.ვალუტა რუანდული ფრანკია.რუანდა საპრეზიდენტო რესპუბლიკაა,მრავალპარტიული სისტემით.ქვეყნის ხელმძღვანელი პრეზიდენტია,რომელსაც 7 წლის ვადით ირჩევენ.შესაზლოა ის მეორე ვადითაც იქნეს არჩეული.პარლამენტი ორპალატიანია,სენატი 26 დეპუტატისაგან შედგება და დეპუტატთა პალატა კი 80 დეპუტატისაგან,რომელთაც ხუთი წლის ვადით ირჩევენ.ქვეყნის უმსხვილესი პოლიტიკური პარტიებია - რუანდის პატრიოტული ფრონტი,სოციალ-დემოკრატიული პარტია და ლიბერალური პარტია.რუანდა იყოფა ხუთ პროვინციად,რომელსაც ინტარას უწოდებენ.რელიგიის მხრივ,მოსახლეობის 56%-ი კათოლიკეა,26%-ი პროტესტანტი,11% ადვენისტი ხოლო 5%-ი კი მუსულმანი.ქალაქის მოსახლეობა,ქვეყნის მოსახლეობის 18%-ია.მისი მოსახლეობის 84% ხუტუ(ბანტუ)-ს ჯგუფს განეკუვნება,15% ტუტსის ჯგუფს ხოლო 1% კი პიგმეებია.რუანდა გამოირჩევა ულამაზესი ფლორითა და ფაუნით,ქვეყანაში არსებული მდინარეები ნილოსის აუზის არიან,უდიდესი ტბა კივუა,არის ასევე სხვა პატარა ტბები.არის სავანა სადაც ბინადრობენ - ანტილოპები,ლომები,ზებრები,ბეჰემოტები,ნიანგები მდინარეებში და სხვა უამრავი ცხოველი.რაც შეეხება ეკონომიკურად,რუანდა ღარიბი აგრარული ქვეყანაა.ექსპორტზე გააქვთ ჩაი და ყავა.ბუნებრივი რესურსებია - ოქრო,ბუნებრივი გაზი,კალა და ვოლფრამი.სოფლის მეურნეობის ძირითადი დარგებია - ყავა,ჩაი,ბანანი,კარტოფილი და სხვა.რუანდა აწარმოებს ლუდს,საპონს,ტანსაცმელსა და სიგარეტს.ეს ქვეყანა მსოფლიომ გაიცნო 1994-97 წლის საშინელი გენოციდის შედეგად,როდესაც ერთმანეთს ხუტუსა და ჩრდილო-დასავლეთ რუანდელებსშორის ომს მოჰყვა.ამ მოვლენის გამო, ეწოდა ამ რუანდას - ათასი ბორცვის მხარე.1960 წლამდე ქვეყანა მონარქიული იყო.დამოუკიდებლობა კი 1962 წლის 1 ივლის მოიპოვა.მანამდე ის ბელგიის პროტექტორატს წარმოადგენდა.რუანდა არის გაეროსა და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წევრი ქვეყანა.

რუანდის ეროვნული გერბი


კიგალი


გიტარამა


ბუტარე

კატეგორია: მსოფლიო გეოგრაფია | ნანახია: 317 | დაამატა: dato | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა
რეკლამა


free counters

ყველა უფლება დაცულია  2011-2013