კავკასიაში, შავი და კასპიის ზღვებს შორის
მდებარეობს უძველესი ისტორიის და კულტურის ქვეყანა საქართველო. იგი ამავე
დროს მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული სახელმწიფოა. მაცხოვრის
მოძღვრებას ქართველი ხალხი ეზიარა I საუკუნეში წილისყრით, რომელსაც უნდა
გაერკვია, ქრისტეს სჯულს რომელი მოციქული სად და რა ქვეყანაში იქადაგებდა,
საქართველო წილად ხვდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს. ამიტომ ითვლება
საქართველო ღვთისმშობლის წილხვდომილ ქვეყნად და ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი
საქართველოს მფარველად. მაცხოვრის ნებით ღვთისმშობელი იერუსალიმს დარჩა,
საქართველოში კი გაემგზავრა წმ. ანდრია პირველწოდებული, რომელსაც
ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა თავისი ხელთუქმნელი ხატი გამოატანა. წმიდა
მოციქული ანდრია მოდიოდა იმ ქვეყანაში, რომელიც ინახავდა ძველი აღთქმის დიდ
საუნჯეს _ წინასწარმეტყველ ელიას ხალენს, რომელიც აქ ნაბუქოდონოსორის მიერ
დევნილმა ებრაელებმა ჩამოიტანეს, და ქრისტიანობის უდიდეს სიწმინდეს _
უფლისა და მაცხოვრის ჩვენის იესო ქრისტეს უკერავ კვართს, რომელიც მაცხოვრის
ჯვარცმის მოწმე ებრაელმა ელიოზმა ჩამოიტანა ქართლის დედაქალაქ მცხეთაში,
ქალაქში, სადაც თვითონ ცხოვრობდა.
მოციქულთა დროს დღევანდელი საქართველოს ტერიტორიაზე ორი ქართული
სახელმწიფო არსებობდა: აღმოსავლურ ქართული _ ქართლის სამეფო და (ბერძნ.
იბერია) დასავლურ ქართული _ ეგრისის სამეფო (ბერძ. კოლხიდა). მოციქულმა
ანდრიამ იქადაგა აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში.
დაბა აწყვერში (ქართლის სამეფო), ქადაგებისა და ხალხის მოქცევის შემდეგ მან
აქ დატოვა ღვთისმშობლის ხატი, რომელიც შემდეგში საუკუნეების განმავლობაში
ესვენა აწყვერის (აწყურის) საკათედრო ტაძარში.
დასავლეთ საქართველოში მოციქულ ანდრიასთან ერთად ქრისტეს მოძღვრებას
ქადაგებდა მოციქული სვიმონ კანანელი, რომელიც აქვე სოფ. კომანშია
დაკრძალული. ქართულმა მიწამ მიიბარა კიდევ ერთი მოციქული წმ. მატათა; იგი
სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში ქადაგებდა და დაკრძალულია გონიოში,
დღევანდელი ბათუმის ახლოს. უძველესი ქრისტიანული წყაროები მიუთითებენ ასევე
მოციქულების ბართლომესა და თადეოზის ყოფნას აღმოსავლეთ საქართველოში.
წმ. მოციქულების მიმოსვლას და მათ ქადაგებას საქართველოში ადასტურებენ,
როგორც ადგილობრივი, ქართული ქრონიკები, ასევე ბერძენი და ლათინი საეკლესიო
ავტორები: ორიგენე (II _ III ს.ს.), დოროთე ტირელი ეპისკოპოსი (IV ს.),
ეპიფანე კვიპროსელი ეპისკოპოსი (IV ს.), ნიკიტა პაფლაგონელი (IX ს.),
ეკუმენი (X ს.) და სხვ.
რასაკვირველია, წმიდა მოციქულთა ქადაგებას უკვალოდ არ ჩაუვლია.
საქართველოში I _ III ს.ს. ქრისტიანული თემების და ეკლესიის არსებობას
ადასტურებს არქეოლოგიური მასალა. II ს. წმიდანის ირინეოს ლიონელის
ნაწერებშიც ქრისტიან ხალხებს შორის მოიხსენიება იბერიელებიც, ე. ი.
ქართველები.
სახელმწიფო სარწმუნოებად კი ქრისტიანობა ქართლში (იბერიაში) გამოცხადდა
IV ს-ში. ქართველი ერის ისტორიაში ეს უდიდესი მნიშვნელობის მოვლენა
დაკავშირებულია მოციქულთასწორის, ქართველთა განმანათლებლის, წმიდა ნინოს,
წმ. მეფე მირიანის და წმ. დედოფალ ნანას სახელებთან.
წარმოშობით კაბადოკიელი, წმიდა გიორგის ახლო ნათესავი, წმიდა ნინო
იერუსალიმიდან მოვიდა ქართლში, რათა ღვთისმშობლის ნება აღესრულებინა და
(რაც მათ გამოცხადებით ეუწყა) წმიდა მოციქულთა შემდეგ, კიდევ ერთხელ
ექადაგა და განემტკიცებინა ქრისტიანობა ამ მხარეში. წმიდა ნინოს მადლითა და
სიტყვის ძალით ქრისტიანობა მიიღო ჯერ ქართლის დედოფალმა ნანამ, ხოლო
შემდეგ _ მეფე მირიანმა.
მეფე მირიანის თხოვნით იმპერატორმა კონსტანტინე დიდმა მეფის, მისი ოჯახის
და ერის ნათლისღებისათვის ქართლში გამოგზავნა სასულიერო პირები, ეპისკოპოს
იოანეს მეთაურობით. სასულიერო პირთა მოსვლამდე ქართლის დედაქალაქ
მცხეთაში. იქ, სადაც დამარხული იყო კვართი უფლისა, დაიწყო ეკლესიის
მშენებლობა. ეს ადგილი არის და ყოველთვის იქნება ქართველი ერის სულიერი
ცხოვრების ცენტრი. აქ დგას თორმეტი მოციქულის სახელზე აგებული საკათედრო
საპატრიარქო ტაძარი _ სვეტიცხოველი.
ქართლის სამეფოს ოფიციალური გაქრისტიანების შემდეგ იმპერატორმა წმ.
კონსტანტინემ და წმ. ელენემ საქართველოში გამოგზავნეს წმ. ელენეს მიერ
მოპოვებული ცხოველსმყოფელი ჯვრის ნაწილი და ფიცარი, რომელზეც ჯვარცმისას
იდგა უფალი, აგრეთვე სამსჭვალნი (2) და მაცხოვრის ხატი.
საქართველოს ეკლესია ქართლის სამეფოში სასულიერო პირების მოსვლასა და
ერის ნათლისღებას ათარიღებს 326 წლით. ამ დათარიღებას მხარს უჭერს V
საუკუნის ისტორიკოსის სოზომონე სალამანელის `საეკლესიო ისტორია~, სადაც
აღნიშნულია, რომ ქართველთა ოფიციალური გაქრისტიანება მოხდა ნიკეის I
მსოფლიო საეკლესიო კრების (325 წ.) დამთავრების შემდეგ.
რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს, აქაც ქრისტიანობის საყოველთაო
გავრცელება და ეკლესიის არსებობა IV საუკუნის I ნახევარში ეჭვგარეშეა, _
რასაც ადასტურებს ბიჭვინთის ეპისკოპოსის სტრატოფილეს მონაწილეობა ნიკეის I
მსოფლიო საეკლესიო კრების მუშაობაში.
ამ დროიდან მოყოლებული საქართველო და მისი წმიდა ეკლესია მტკიცედ
დაადგა ქრისტიანულ გზას და ყოველთვის შეურყვნელად იცავდა მართლმადიდებელ
სწავლებას. VI საუკუნის ბიზანტიელი ისტორიკოსი პროკოფი კესარიელი
აღნიშნავს, რომ იბერები "ქრისტიანები არიან და ამ სარწმუნოების წესებს
ყველა იმათზე უკეთ იცავენ, რომელთაც ჩვენ ვიცნობთ."
ქრისტიანობის სხაელმწიფო რელიგიად გამოცხადების დროიდან (და მანამდეც),
ქართველ ხალხს საუკუნეების განმავლობაში უხდებოდა თითქმის გამუდმებული
ბრძოლა უცხოელი დამპყრობლების წინააღმდეგ. სპარსელების და არაბების,
თურქ-სელჩუკების და ხორაზმელების, მონღოლების და თურქ-ოსმალების შემოსევათა
მთავარ მიზანს ქვეყნის მოსპობასთან ერთად ქრისტიანული სარწმუნოების
აღმოფხვრა შეადგენდა. ქართველმა ხალხმა უმძიმეს ბრძოლებში შესძლო
სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებაც და მართლმადიდებლობის დაცვაც. საუკუნეთა
მანძილზე სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა გაიგივებული იყო
მართლმადიდებლობის დაცვასთან. ქრისტეს სარწმუნოებისათვის მოწამეობრივად
აღესრულა უამრავი სასულიერო თუ საერო პირი.
მსოფლიო ისტორიამ არ იცის ქრისტიანობიათვის თავგანწირვის ისეთი მაგალითი,
როდესაც ერთდროულად 100 000 ადამიანმა დაიდგა წამებულის გვირგვინი.
საქართველოს დედაქალაქის, თბილისის მოსახლეობის უმრავლესობამ უარი თქვა
შეესრულებინა ხორეზმ-შაჰის ჯალალ ად-დინის ბრძანება _ ხიდზე პირაღმა
დადებული მაცხოვრის და ღვთისმშობლის ხატები გაეთელათ და ზედ
დაეფურთხებინათ. პასუხად 100 000 ქართველი ქრისტიანის _ ქალისა და კაცის,
ბავშვისა და მოხუცის მოკვეთილი თავი. ეს მოხდა 1226 წელს. 1386 წელს
თემურ-ლენგის ურდოებმა ამოწყვიტეს ქვაბთახევის დედათა მონასტრის
მონოზვნები. 1616 წელს ირანის შაჰის აბაზ I შემოსევის დროს მოწამეობრივად
აღესრულა დავით გარეჯის მონასტრის 6 000 ბერი.
საქართველოს ეკლესიის მიერ წმიდანად შერაცხულთა შორის ქვეყნის არა ერთი
და ორი საერო მმრთველია, რომლებმაც პატრიოტიზმის, გმირობისა და
ქრისტიანობისთვის თავდადების მაგალითი მოგვცეს. არაბ დამპყრობთა მიერ
წამებული არგვეთის მთავრები დავით და კონსტანტინე მხეიძეები (VIIIს), მაფე
არჩილი (VIIIს), მონღოლთა მიერ სიკვდილით დასჯილი მეფე დიმიტრი II (XIIIს),
სპარსელთა მიერ მოკლული მეფე ლუარსაბ II (XVIIს) და სპარსელთა მიერვე
ნაწამები დედოფალი ქეთევანი (XVIIს)- აი არასრული სია ამ წმიდანებისა.
ქრისტიანობის სახელმწიფი რელიგიად გამოცხადების დროიდან საქართველოს
ეკლესია, მიუხედავად ქვეყნის ტრაგიკული ისტორიისა დიდ აღმშენებლობით და
საგანმანათლებლო საქმიანობას ეწეოდა. საქართველოს ტერიტორია დაფარულია
უამრავი ეკლესიითა და მონასტრით. მარტო წმ. გიორგის სახელზე, რომელიც
ყოველთვის განსაკუთრებული პატივისცემით სარგებლობდა საქართველოში და
ქართველთა მფარველად ითვლება, ასობით ტაძარია აგებული.
ბევრი ეკლესია და მონასტერი იქცა განათლებისა და კულტურის ცენტრად. XII
ს-ის დასაწყისში საქართველოს გამაერთიანებელმა დიდმა მეფემ წმ. დავით
აღმაშენებელმა დაარსა გელათის მონასტერი (ქ. ქუთაისთან ახლოს) და აქვე
აკადემია, რომელიც მთელს მართლმადიდებლურ სამყაროში აღიარებული იყო
ღვთისმეტყველების და საერთოდ განათლებისა და მეცნიერების კერად. ამავე
პერიოდში მოქმედებდა განათლების მეორე ცნობილი ცენტრი_იყალთოს აკადემია.
წმ. მეფე დავით აღმაშენებლის არის დაკავშირებული ასევე 1103 წელს
რუის-ურბნისის საეკლესიო კრების მოწვევა, რომელმაც განიხილა ქვეყნისა
დაეკლესიის ცხოვრების უმნიშვნელოვანესი საკითხები. დაწყებული V საუკუნიდან,
როდესაც შეიქმნა I ქართული ჰაგიოგრაფიული ნაწარმოები (წმ. ნინოს ცხოვრება,
წმიდა დედოფალი შუშანიკის წამება), ქართველმა ხალხმა შექმნა უნიკალური
ქრისტიანული ლიტერატურა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ქართველთა მიერ
შექმნილი ქრისტიანული ხელოვნება. საუკუნეების მანძილზე ეროვნულ ტრადიციებზე
დაყრდნობით საქართველოში განვითარდა თავისთავადი საერო და სატაძრო
არქიტექტურა, რომლის მრავალი ნიმუში მსოფლიო ხელოვნების საუკეთესო
ძეგლებადაა აღიარებული. სატაძრო არქიტექტურასთან ერთად ბრწყინვალე
განვითარებას მიაღწია მონუმენტურმა მხატვრობამ _ ფრესკამ, მოზაიკამ.
ბიზანტიური მხატვრობის საერთო ევოლუციაში ორიგინალურმა ქართულმა ფრესკულმა
ხელოვნებამ ღირსეული ადგილი დაემკვიდრა.
ქართველები ეკლესია_მონასტრებს აგებდნენ არა მარტო საქართველოში, არამედ
ქვეყნის გარეთაც პალესტინაში, სირიაში, კვიპროსზე, საბერძნეთში,
ბულგარეთში. ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია ჯვრის მონასტერი
იერუსალიმში (ამჟამად იერუსალიმის ბერძნული საპატრიარქოს იურისდიქციაში),
წმ. იაკობისა იერუსალიმშივე (ამჟამად იერუსალიმის სომხური ეკლესიის
იურისდიქციაში), ივერონი ათონის მთაზე (ამ მონასტერთან არის დაკავშირებული
ივერიის ღვთისმშობლის სახელგანთქმული, საკვირველმოქმედი ხატი), პეტრიწონის
(ახლანდელი ბაჩკოვოს) მონასტერი ბულგარეთში. სხვადასხვა დროს საქართველოში
და მის ფარგლებს გარეთ მოღვაწეობდნენ მთელი საქრისტიანოსათვის ცნობილი
ქართველი ღვთისმეტყველები, ფილოსოფოსები, მწერლები და მთარგმნელები პეტრე
იბერი, ეფრემ მცირე, ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელები (ათონელები), იოანე
პეტრიწი და სხვ.
განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოსთვის ისევე, როგორც მთელი
ქრისტიანული სამყაროსათვის ურთიერთობას წმ. მიწასთან დაკერძოდ
იერუსალიმთან. ამ წმიდა ქალაქთან დაკავშირებული არაერთი სახელწოდება,
ტოპონიმი თუ ონომასტიკა გვხვდება საქართველოში და განსაკუთრებით ქართლის
უძველეს დედაქალაქ მცხეთაში. ქრისტიანობის პირველ საუკუნეებიდანვე ქართველი
მეფე-მთავრები აშენებდნენ იერუსალიმში ეკლესია-მონასტრებს, ზრუნავდნენ
დანგრეულის აღდგენაზე, სწირავდნენ უზარმაზარ ქონებას.
საქართველოსთან და მის მეფე გიორგი V არის დაკავშირებული XIV საუკუნეში
მუსლიმთა ხელში მყოფი იერუსალიმის ქრისტიანული მოსახლეობის უფლებების
აღდგენა. მონღოლთა უღლისაგან ქართველთა განმათავისუფლებელი და საქართველოს
მთლიანობის აღმდგენი მეფე გიორგი V დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა არა მარტო
საქართველოში, არამედ მუსლიმურ სამყაროში. გიორგი V თხოვნით ეგვიპტის
სულთანმა გააუქმა ქრისტიანების დასამცირებლად შემოღებული წესი _ ცხენზე
ორივე ფეხის ერთ მხარეზე გადადებით მჯდომარის ქალაქში შესვლა. ამიერიდან
მათ უფლება მიეცათ ჩვეულებრივ მჯდარიყვნენ ცხენზე და იერუსალიმში გაშლილი
დროშებით შესულიყვნენ. გიორგისვე თხოვნით ქრისტიანებს დაუბრუნდათ
მამლუქების ხელში მყოფი მაცხოვრის აღდგომის ტაძარი, ხოლო ქართველებს
ქრისტიანთათვის ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ტაძრის კლიტენი. რადენიმე წლით
ადრე მეფე დავით VIII დროს ქართველებს დაუბრუნდათ მამლუქების ხელში
ჩავარდნილი და მეჩეთად ქცეული ჯვრის მონასტერი. იერუსალიმის ჯვრის ქართულ
სავანესთან არის დაკავშირებული დიდი ქართველის პოეტის შოთა რუსთაველის (XII
ს.) და ქრისტესთვის წამებული ორი ქართველი წმინდანის ლუკა იერუსალიმელის
(აბაშიძის) და ნიკოლოზ დვალის სახელები.
IV საუკუნის ოციანი წლებიდან ქართლის ეკლესია ანტიოქიის სამოციქულო
კათედრის იურისდიქციაში შედიოდა. V საუკუნის 60-70-_იან წლებში მეფე
ვახტანგ გორგასლის დროს და მისი თხოვნით, ბიზანტიის იმპერატორისა და
კონსტანტინეპოლის პატრიარქის შუამდგომლობით, ანტიოქიის საპატრიარქომ
ქართლის ეკლესიას თვითმართველობა (ავტოკეფალია) მიანიჭა, ხოლო მცხეთის
ეპისკოპოსი აღყვანილ იქნა კათალიკოსის პატივში. დასავლეთ საქართველოს
(აფხაზეთის) ეკლესია კონსტანტინეპოლის პატრიარქს ექვემდებარებოდა. IX
საუკუნეში აქაც საკათალიკოსო მმართველობა იქნა შემოღებული. XI საუკუნის
დასაწყისში საქართველოს ერთიანი მონარქიის შექმნის პროცესში მცხეთის
(ქართლის) კათოლიკოსი აღყვანილ იქნა პატრიარქის ხარისხში. ამ დროიდან
მოყოლებული საქართველოს ეკლესიის უმაღლესი იერარქი ატარებდა მცხეთისა და
სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ტიტულს. დასავლეთ საქართველოს
(აფხაზეთის ან ბიჭვინთის)კათოლიკოსი ყოველთვის აღიარებდა მცხეთელი
პატრიარქის პრიმატს.
1811 წელს რუსეთის საიმპერატორო კარმა უკანონოდ გააუქმა საქართველოს
ეკლესიის ავტოკეფალია, მოსპო საპატრიარქო მმართველობა და საქართველოს
ეკლესია საეგზარქოსოს უფლებით დაუქვემდებარა რუსეთის ეკლესიის სინოდს. 1917
წლის მარტში საქართველოს სამღვდელოებამ აღადგინა ეკლესიის ავვტოკეფალია და
კვლავ შემოიღო საპატრიარქო მმართველობა. ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ
პირველ კათოლიკოს-პატრიარქათ არჩეულ იქნა ცნობილი საეკლესიო მოღვაწე
ეპისკოპოსი კირიონი.
1989 წელს V საუკუნიდან არსებული საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია და
ოდითგანვე არსებული საპატრიარქო პატივი საქართველოს კათოლიკოსისა
დაადასტურა მსოფლიო საპატრიარქომ.
1977 წლიდან დღემდე სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი და
მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსია უწმინდესი და უნეტარესი ილია II. {ENG}In the Caucasus, the Black and Caspian seas between ancient history and culture of the country, Georgia. He was also one of the world - one of the oldest Christian countries. Christ
preach, the people I got to the casting of lots, which must find out
where and when the preaching of Christ's Religion of the Apostle,
Georgia could win acclaim Virgin Mary. It is considered the country of Georgia and the Virgin Mary the Virgin tsilkhvdomil protector. Mary remained in Jerusalem, Christ's own, he went to Georgia Sec. Andrew was an icon of Virgin Virgin its Anchiskhati gamoatana. The
Holy Apostle Andrew was in the country, which is keeping the Old
Testament great treasure _ the Prophet Elijah khalens, which is
Nebuchadnezzar's refugee Jews brought with them, and Christianity in the
greatest purity _ Lord and Savior our Jesus Christ ukerav `s war, which
is Christ's crucifixion witness to the Jewish Eliozi brought the
Georgian capital, Tbilisi, in the , in the town where he lived.
During
today's apostles of the Georgian state, there are two: the eastern
Georgian kingdom of Kartli and _ (disambiguation Iberia) _ Egrisi
Western Georgian Kingdom (berdz. kolkhida). Apostle Andrew preached in various parts of East and West. Borough
of atsqver (Kartli Kingdom), preaching and behavior of people here,
after he left the Holy Virgin, who, after centuries of esvena atsqveris
(Atskuri) Cathedral.
In
western Georgia, along with Apostle Andrew preached Christ to preach
the apostle Simon the Zealot, who was also in the village. Commanding buried. The Land of the Holy Apostle miibara another. Matata, the South - West Georgia, preached and is buried in Batumi, Adjara, today's close. The ancient Christian sources also indicate the presence of the apostles Bartholomew and Thadeozi in eastern Georgia.
Sec. Connection
with the apostles and their sermons in Georgia confirmed as a local,
Georgian chronicles, as well as Greek and Latin ecclesiastical authors:
origene (II _ III SS), Dorothy Bishop tireli (IV's.) Epipane Cypriot
bishop (IV's.) Nikita paplagoneli (IX century.) ekumeni (X's.), and others.
Of course, the Holy Apostles sermons were not lost. In Georgia I _ III SS Christian communities and the Church affirms the existence of archaeological material. II's. Tsmidanis irineos Lionel natserebshi the Christian people were referred to the Iberians, the. I.. The Georgians.
The state religion is Christianity in Kartli (Iberia) in the IV century - in. This significant event in the nation in the history of the Apostles, The Illuminator, Saint Nino, Saint. King Mirian and St.. Queen Nana's names.
Originally
from Cappadocia, a close relative of Saint George, Saint Nino from
Jerusalem came to the region in order to allow the Holy aghesrulebina
and (as they were announcing eutsqa) Holy Apostles then, once again
ekadaga and strengthen Christianity in this area. St. Nino's grace and power of the word Christianity in the early Georgian Queen Nana and King Mirian later _. King
Mirian, the Emperor Constantine the Great King, his family and nation
in the region natlisghebisa for your clergy, Bishop John's head. Before joining the clergy, the capital of Kartli, Mtskheta. Where they are buried in the Lord `s war, construction began on the church. This place is and always will be the center of the nation's spiritual life. Here stands the Cathedral Church of the Twelve Apostles on the name of the temple was built in _ Svetitskhoveli.
The emperor of the Kingdom of Kartli was converted after the second. Constantine and the church. Elenem sent to Georgia Sec. Elene,
obtained by the cross section of life and the board, on which stood the
Lord jvartsmisas, and Shaft (2) and the icon of the Savior.
Church of the Kingdom of Kartli in the nation's clergy to come and Epiphany atarighebs 326 years. To
prove the dates supports the V century historian sozomone Salamansky
`church history ', which stated that the Georgian official gakristianeba
I was Nike World Church Council (325 sec.) After completion.
As
for the West, but also the universal spread of Christianity and the
church is part of the IV century, I doubt, _ which was confirmed by the
Bishop Bichvinta Stratofil the Nike I worked in the World Church
Council. Since
then Georgia, and his Holy Church stood firmly in the Christian way,
and always defended the orthodox teaching of sheurqvnelad. VI
century Byzantine historian prokopi Caesarea notes that Iberian "and
the faith of Christians of all the rules to better protect those who we
know."
Skhaelmtsipo
religion of Christianity since the announcement (and before), people
for centuries had almost continual struggle against foreign invaders. Persians
and Arabs, Turk - Turks and khorazmelebis, Mongols and Turks - Ottoman
shemosevata destroy the country's main aim was to eradicate the
Christian faith. Poorest people in the wars of the State was able to maintain and defend the Orthodox faith. Centuries-long struggle for independence was identified with the defense of Orthodoxy. Christ died a martyr for the faith religious or secular person.
The
history of the world does not know kristianobia sacrifice for such an
example, when 100 000 people staged a crown of martyrdom. The
city, the majority refused to fly khorezm - Shah Jalal ad - Dini
command _ Bridge piraghma a Savior and the Holy Icons and dubbed
gaetelat daepurtkhebinat. 100 000 _ in response to the Christian women and men, children and the old man's been cut off again. This happened in 1226. In 1386 Timur - Leng urdoebma amotsqvites kvabtakhevis monozvnebi nunnery. In 1616 the Shah of Iran during the invasion Abaza I died martyr David Gareji 6 000 monks of the monastery.
The
Church in the country rather than between one and two secular tsmidanad
sheratskhulta mmrtvelia the patriotism, heroism and Christian devotion
to us. Arab
invaders of the martyr argvetis princes David and Constantine Mkheidze
(VIII century), mape Archil (VIII century), Mongols by the death of King
Dimitri II (XIII century), Persian, killed by King Luarsab II (XVII
century) and the Persian allowed by the tortured Queen Ketevan (XVII
century) - Here's an incomplete list of these tsmidanebisa.
Since
the declaration of Christianity as the state religion of the Church, in
spite of the tragic history of the building and educational activities.
The area is covered with numerous churches and monasteries. Only seconds. The
name, which has always been respected in Georgia and Georgians in
particular is considered to be the patron of hundreds of churches were
built.
Many churches and monasteries became centers of education and culture. XII century - the beginning of the uniting of the Holy King. David
the Builder, founded the Gelati monastery (near Kutaisi) and The
Academy, which has been recognized throughout the Orthodox world of
theology and science in general education and hearth. At the same time acted as a center of education _ Ikalto Academy. Sec. King
David the Builder, is related to the year 1103 Ruis - Urbnisi Council
meeting to discuss the important issues of life daeklesiis. The
V century when I was Georgian hagiographical works (life of St. Nino,
Holy Queen Shushanik), the people created a unique Christian literature.
The most important of the Christian art. For
centuries, based on national traditions in Georgia developed
tavistavadi secular and temple architecture, with many examples of the
art world's best dzeglebadaa recognized. Along with the excellent development of temple architecture reached its monumental art _ fresco, mozaikam. Byzantine painting of the general evolution of the original Georgian fresco art worthy of a place daemkvidra.
The churches and monasteries were _ not only in Georgia but abroad as well as in Palestine, Syria, Cyprus, Greece and Bulgaria. In
this regard, notably the Holy Cross Monastery in Jerusalem (now under
the jurisdiction of the Greek Patriarchate of Jerusalem), Sec. Jacob
in Jerusalem (now under the jurisdiction of the Jerusalem Armenian
Church), iveroni Mount Athos (the Monastery of the Virgin Mary is
associated with moderating celebrity, sakvirvelmokmedi icon), Petritsoni
(now bachkovos) monastery in Bulgaria. At
various times in Georgia and elsewhere worked throughout sakristianosa
famous for theology, philosophers, writers and translators of Peter the
Iberian, Ephraim Minor, Eqvtime and the locals (Atoneli worked), John
Petritsi and others.
Particular importance for Georgia as well as the whole Christian world for the relationship between church. Dakerdzod of land in Jerusalem. In
this holy city with a number of name, toponyms and onomastics are found
in Georgia, and especially in Kartli, Mtskheta, the ancient capital. In
the first centuries of Christianity the king - princes of the church
built in Jerusalem - monasteries, cared for the restoration of the
ruins, sacrificed a great property.
The
King George V is associated with the XIV century, Muslims in the hands
of the Christian population of Jerusalem's restoration of rights. The
liberation from the Mongol ughlisa and the integrity of the restoration
of King George V enjoyed great prestige not only in Georgia but the
Moslem world. George
V was abolished by the Sultan of Egypt Christians dasamtsireblad rules _
imposed on a horse in both legs on one side to the sit-in in the city. From now on, they were usually right mjdariqvnen horse and open flags to enter Jerusalem. Giorgisve
Christians returned to the hands of the Mamluk Cathedral of Christ's
resurrection, Christians and people of the church for the most important
of these locks. A
few years before King David VIII of Georgia in the hands of a failed
and returned Mamluk mosque has become the Holy Cross Monastery. Jerusalem
Cross Georgian Cloister is associated with the great Georgian poet
Shota Rustaveli (XII century.), And two more were martyred for Christ,
Saint Luke, Jerusalem (Abashidze) and Nikoloz Dvali names.
Georgian Apostolic Orthodox Church since the IV century otsiani was under the jurisdiction of the department. V
c. 60-70-_ In Show at the King's request, the Byzantine emperor and the
Patriarch of Constantinople to the petition, the Patriarch of Georgian
Orthodox Church governance (autocephaly) to the Bishop of Mtskheta
aghqvanil in honor of the Catholicos. West Georgia (Abkhazia), the Church under the Patriarch of Constantinople. Here, the Catholicos of the IX century rule was introduced. XI
century and the beginning of the process of creating a unified monarchy
in Mtskheta (Kartli) was aghqvanil Catholic Patriarch. Since this time the church had the highest ierarki Mtskheta and Catholicos Patriarch. West Georgia (Abkhazia or Pitsunda) Catholic primacy has always recognized the Patriarch of Mtskheta.
In
1811 the Russian Imperial Karma illegally abolished the autocephalous
church, destroyed Patriarchal Exarchate church governance and the rights
of subordinated the Russian Orthodox Church Synod. In March 1917 the church was restored and re-introduced the Patriarchal Church avvtokepalia governance. Harry Potter since the first N - patriarkat was elected bishop of the Church Kirion.
In
1989 the V century, the autocephaly of the Church and the Church have
always been an honor to have confirmed the katolikosisa the
patriarchate. Since 1977 the Patriarch and Catholicos of Mtskheta - მთავარეპისკოპოსია Tbilisi Ilia II.