საქსტატის" ინფორმაციით, საქართველოში მოსახლოების - 13 ივნისში 2011 - ისტორია-HISTORY
ოთხშაბათი, 2016-12-07, 9:13 PM
თქვენ შემოხვედით როგორც|სტუმრები | ჯგუფი "სტუმრები"|მოგესალმები|სტუმრები| RSS

       ისტორია,მსოფლიოსა და საქართველოს ისტორია

საიტის მენიუ
დარეგისტრირდით

სექციის კატეგორიებ
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

www.wsa.ge
მთავარი » 2011 » ივნისი » 13 » საქსტატის" ინფორმაციით, საქართველოში მოსახლოების
5:37 PM
საქსტატის" ინფორმაციით, საქართველოში მოსახლოების

"საქსტატის" ინფორმაციით, საქართველოში მოსახლოების რაოდენობა გაიზარდა. სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2010 წლის 1 იანვრის მდგომარეობით საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 4436,4 ათასი კაცი შეადგინა, რაც 2009 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 51,0 ათასი კაცით, ანუ 1,2 პროცენტით მეტია. ამასთან, ქვეყნის მოსახლეობის 53 პროცენტი (2350,5 ათასი კაცი) - ქალაქად, ხოლო 47 პროცენტი (2085,9 ათასი კაცი) სოფლად ცხოვრობს.

"საქსტატში" განმარტავენ, რომ მოსახლეობის რიცხოვნობის ზრდამ შესაბამისი ასახვა ჰპოვა ქვეყნის რეგიონებში.

მოსახლეობის ყველაზე დიდი მატება 2009 წლის 1 იანვართან შედარებით აღინიშნება მცხეთა-მთიანეთის რეგიონში - 3,4 პროცენტი, ქვემო ქართლში - 2,3 პროცენტი, სამცხე-ჯავახეთში - 1,5 პროცენტი, მოსახლეობის უმნიშვნელო შემცირება აღინიშნება შიდა ქართლისა (-0,8%) და რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის (-0,2%) რეგიონებში , რომელიც ძირითადად გამოწვეულია აღნიშნული რეგიონებიდან მოსახლეობის მიგრაციით ქვეყნის სხვა რეგიონებში

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ქვეყანაში მიგრაციული ნაკადების შესაფასებლად გამოიყენა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემები სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთთა შესახებ, სადაც ასახულია ქვეყანაში წლის განმავლობაში შემოსულთა და გასულთა რიცხოვნობა მოქალაქეობის მიხედვით. აღნიშნული მონაცემების საფუძველზე წინა წლებისაგან განსხვავებით, 2009 წელს ქვეყანაში დადებითი მიგრაციული ტენდენცია შეინიშნება: 2008 წელს მიგრაციულმა სალდომ -10,2 ათასი, ხოლო 2009 წელს 34,2 ათასი კაცი შეადგინა (ანუ 2009 წლის განმავლობაში ქვეყანაში შემოვიდა უფრო მეტი ადამიანი, ვიდრე გავიდა}

 
კატეგორია: News | ნანახია: 210 | დაამატა: dato | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა
რეკლამა


free counters

ყველა უფლება დაცულია  2011-2013