საურმაგი — ქართლის (იბერიის) მესამე მეფე "მოქცევაჲ ქართლისაჲ"–ს თანახმად - 29 იანვარს 2013 - ისტორია-HISTORY
ოთხშაბათი, 2016-12-07, 9:12 PM
თქვენ შემოხვედით როგორც|სტუმრები | ჯგუფი "სტუმრები"|მოგესალმები|სტუმრები| RSS

       ისტორია,მსოფლიოსა და საქართველოს ისტორია

საიტის მენიუ
დარეგისტრირდით

სექციის კატეგორიებ
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

www.wsa.ge
მთავარი » 2013 » იანვარი » 29 » საურმაგი — ქართლის (იბერიის) მესამე მეფე "მოქცევაჲ ქართლისაჲ"–ს თანახმად
1:14 PM
საურმაგი — ქართლის (იბერიის) მესამე მეფე "მოქცევაჲ ქართლისაჲ"–ს თანახმად

საურმაგი — ქართლის (იბერიის) მესამე მეფე "მოქცევაჲ ქართლისაჲ"–ს თანახმად, "მეფეთა ცხოვრების" თანახმად – მეორე; ფარნავაზაინთა დინასტიის დამფუძნებლის, ფარნავაზ I-ის ვაჟი და ტახტის მემკვიდრე. მეფობდა საუკუნეში, დაახ. ძვ. წ. 240 წლიდან.

საურმაგის შესახებ "მოქცევაჲ ქართლისაჲ" მოკლედ შენიშნავს, რომ მან აღმართა გზის პირას აღმართა აინინას კერპი და დაიწყო არმაზის შენება.

"მეფეთა ცხოვრება" შედარებით ვრცლად გადმოგვცემს, რომ საურმაგის წინააღმდეგ ქართლის ერისთავებს შეთქმულება მოუწყვიათ და საურმაგის მოკვლა გადაუწყვეტიათ. თუმცა საურმაგს შეუტყვია შეთქმულების შესახებ და დედულეთში, დურძუკეთს გადახვეწილა (თანამედროვე ვაინახთა მხარე). დურძუკთა და ოსთა დახმარებით, საურმაგმა შეძლო შეთქმულების ჩახშობა და დიდგვაროვანთა ახალი კლასი ჩამოაყალიბა, რომლებიც პირდაპირ მეფეს ექვემდებარებოდნენ. ამავე წყაროს თანახმად საურმაგს მცხეთის გზაზე აღუმართავს ორი კერპი – აინინა და დანანა. მას მიეწერება ჩრდილო კავკასიიდან კავკასიელ ტომთა გადმოსახლება საქართველოს მთიანეთში. მის დროს ქართლის სამეფო სელევკიდების ვასალი იყო. მას ცოლად მოუყვანია სპარსი ცოლი, ბარდაველი ერისთავის ასული, რომელთანაც ჰყოლია ორი ასული. ამის გამო სპარსეთიდან უშვილებია თავისი ცოლი ნათესავი (დედის დისწული), სახელად მირვანი, ნებროთიანი. მისთვის მიუთხოვებია ერთი ასული და მიუცია ქალაქი გაჩიანი და სამშვილდის საერისთავო. მეორე ასული მიუთხოვებია ეგრისის ერისთავ ქუჯის ძისთვის, თავისი მამის დისწულისთვის. მემატიანეს თქმით, საურმაგს უმეფია ბედნიერად მრავალი წელი.


კატეგორია: ქართველი მეფეები | ნანახია: 419 | დაამატა: dato | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა
რეკლამა


free counters

ყველა უფლება დაცულია  2011-2013