სელმა ლაგერლოფი 1858-1940 წლები - 19 მარტში 2012 - ისტორია-HISTORY
შაბათი, 2016-12-10, 9:56 AM
თქვენ შემოხვედით როგორც|სტუმრები | ჯგუფი "სტუმრები"|მოგესალმები|სტუმრები| RSS

       ისტორია,მსოფლიოსა და საქართველოს ისტორია

საიტის მენიუ
დარეგისტრირდით

სექციის კატეგორიებ
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

www.wsa.ge
მთავარი » 2012 » მარტი » 19 » სელმა ლაგერლოფი 1858-1940 წლები
10:21 PM
სელმა ლაგერლოფი 1858-1940 წლები
სელმა ლაგერლოფი 1858-1940 წლები,შვედი მწერალი ქალი.დაიბადა მემამულის ოჯახში,შვედეთის პროვინცია ვერმლანდში.სამი წლისა,მომავალი დიდი მწერალი დაავადდა,საშინელი სენით რამაც იგი ლოგინს მიაჯაჭვა.მას კიდურების პარალიზება დაემართა,თუმცა ოჯახის დახმარებითა და მკურნალობით განიკურნა. მიუხედავად იმისა რომ მამამისი წინააღმდეგი გახლდათ მისი სტოკჰოლმში წასვლისა,მან არ გაითვალისწინა ეს და გაემგზავრა სტოკჰოლმში მასწავლებლის პროფესიის დასაუფლებლად.თავისი ბავშვობის წლები კი ასახა,ავტობიოგრაფიულ წიგნებში - ბავშვის მემუარები,დღიური და მორბაკა.სწავლის დასრულების შემდეგ 1885 წელს ქალაქ ლანდსკრუნის სკოლაში მოეწყო სამუშაოდ. ამ ხანებში მისი პირველი წიგნი - საგა იოსტა ბერლინგზე,რომელიც 1891 წელს დაწერა.ამ ნაწარმოების გამოქვეყნების შემდგომ მისი ნიჭითა და შემოქმედებით,ყველა აღფრთოვანებაში მოვიდა რამაც მას უფრო მეტი სტიმული მისცა შემოქმედებითი მუშაობისათვის.მისი შემოქმედებითი მწვერვალი მაინც 1901-02 წლებში დაწერილი რომანი - იერუსალიმი იქცა.სელმა რომანების გარდა ნოველების წერის დიდოსტატიც იყო.სელმა ლაგერლეფი 81 წლის ასაკში პერიტონიტით გარდაიცვალა.ასევე მისი ბიოგრაფიიდან აღსანიშნავია ის გარემოება რომ პირველი მწერალი ქალი გახლდათ რომელსაც 1909 წელს მიენიჭა ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში.
კატეგორია: მსოფლიოს ისტორია | ნანახია: 239 | დაამატა: dato | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა
რეკლამა


free counters

ყველა უფლება დაცულია  2011-2013