სიმონ ჩიქოვანი 1903-1966 წლები - 19 მარტში 2012 - ისტორია-HISTORY
ხუთშაბათი, 2016-12-08, 5:07 PM
თქვენ შემოხვედით როგორც|სტუმრები | ჯგუფი "სტუმრები"|მოგესალმები|სტუმრები| RSS

       ისტორია,მსოფლიოსა და საქართველოს ისტორია

საიტის მენიუ
დარეგისტრირდით

სექციის კატეგორიებ
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

www.wsa.ge
მთავარი » 2012 » მარტი » 19 » სიმონ ჩიქოვანი 1903-1966 წლები
10:20 PM
სიმონ ჩიქოვანი 1903-1966 წლები
სიმონ ჩიქოვანი 1903-1966 წლები,დიდი ქართველი პოეტი.დაიბადა აბაშის რაიონ სოფელ ნაესაკაოში.ქუთაისის  რეალური სასწავლებლის დამთავრების 1922 წლის  შემდეგ თბილისის უნივერსიტეტში სწავლობდა.განვლო რთული შემოქმედებითი გზა. იყო - ფუტურისტ ლეფელების  ჯგუფის ლიდერთაგანი. მხატვრულ სახეთა ექსცენტრიულობა ერთგვარად აძნელებდა ჩიქოვანის ადრინდელი პოეზიის აღქმას, თუმცა მასში იმთავითვე იგრძნობოდა ეროვნული ტრადიციების სიმტკიცე - ბესიკის  პოეტიკის გამოძახილი, მეგრული ფოლკლორის ელემენტების ათვისება და სხვა, ცოცხალი აზრი და მახვილი რეალისტური ხედვა. ფუტურისტული არსენალის ბევრი პოეტური ხერხი შემდეგში ბუნებრივად შეერწყა ჩიქოვანის გადახალისებულ მხატვრულ პალიტრას. პოეტის ადრინდელი ნოვატორული თუ ფორმალური ძიებანი აირეკლა მის პირველ კრებულებში - ფიქრები მტკვრის პირას,დაწერილი 1925 წელს  და  მხოლოდ ლექსები 1930 წელს დაწერილი. ჩიქოვანის პოეტურ ფერისცვალებას, რომელიც დაახლოებით 1927 წლიდან დაიწყო, მყარი ნიადაგი შეუქმნა საქართველოს განახლებულმა ყოფამ. ამ პერიოდში მიაღწია მან ფერწერულ ოსტატობას და რთული მეტაფორულ-ასოციაციური აზროვნების პოეტის სახელიც მოიპოვა. მის პოეზიაში ადგილი დაიმკვიდრა პატრიოტიზმმა, თანადროულმა თემატიკამ, შეხმიანებამ დიდ წინაპრებთან - ქართველ კლასიკოსებთან ლექსთა ციკლები - მთაო გადმიშვი, 1929-1931 წლები, შემოდგომის საღამოები კოლხეთში, 1933-1939 წლები და სხვა. ჩიქოვანი ქართული პოეზიის ერთ-ერთი გამოჩენილი ოსტატი გახდა. ომის წლებშივე შექმნა პოემა - სიმღერა დავით გურამიშვილზე. რომელშიც წარსულის დრამატული აღქმას ორგანულად დაუკავშირდა სადღეისო განცდები. ზნეობრივ-ფილოსოფიური პრობლემატიკის აქტუალურობა იგრძნობა ისტორიული წარსულით შთაგონებულ სხვა ლექსებშიც - თეიმურაზ პირველი, 1935 წელს გამოქვეყნებული, მიძღვნა ვარძიის ოსტატისადმი 1936 დაწერილი  და სხვა ლექსები დიდ ქართველ მოღვაწეებზე. სიცოცხლის მიწურულს, ღრმად დაავადებულმა, თვალის ჩინს მოკლებულმა პოეტმა შექმნა ლირიკული ლექსების განსაკუთრებული დრამატიზმიძთ გამსჭვალული რამდენიმე ციკლი და იკოლოზ ბარათაშვილის  აღსასრულისადმი მიძღვნილი ლირიკული პოემა - განჯის დღიური.მისი ლექსები თარგმნილია მრავალ უცხო ენაზე.იგი იყო მრავალი პრემიისა და ჯილდოს მფლობელი.სიმონ ჩიქოვქნი გარდაიცვალა 1966 წელს თბილისში.დაკრძალულია მთაწმინდის პანთეონში.
კატეგორია: დიდი ქართველი მწერლები და მოღვაწეები | ნანახია: 333 | დაამატა: dato | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა
რეკლამა


free counters

ყველა უფლება დაცულია  2011-2013