სტატისტიკად ქცეული აგვისტოს ომი/Statistics has become a war - 25 ოქტომბერში 2011 - ისტორია-HISTORY
შაბათი, 2016-12-10, 9:56 AM
თქვენ შემოხვედით როგორც|სტუმრები | ჯგუფი "სტუმრები"|მოგესალმები|სტუმრები| RSS

       ისტორია,მსოფლიოსა და საქართველოს ისტორია

საიტის მენიუ
დარეგისტრირდით

სექციის კატეგორიებ
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

www.wsa.ge
მთავარი » 2011 » ოქტომბერი » 25 » სტატისტიკად ქცეული აგვისტოს ომი/Statistics has become a war
4:13 PM
სტატისტიკად ქცეული აგვისტოს ომი/Statistics has become a war



17:15 05.08.2010
[გეგა ბერიძე]
რუსმა ექსპერტებმა 2008 წლის აგვისტოში რუსული საბრძოლო ტექნიკის დანაკარგების შესახებ ანგარიში მოამზადეს. სტრატეგიისა და ტექნოლოგიების ანალიზის ცენტრის მონაცემებით, რუსეთმა 2008 წლის აგვისტოში დაკარგა ექვსი საბრძოლო თვითმფრინავი, სამი ტანკი, დაახლოებით 20 ერთეული მსუბუქი ჯავშანტექნიკა. ასევე რამდენიმე ათეული სატვირთო მანქანა. ქართულმა არმიამ კი ძირითადი მატერიალური დანაკარგები განიცადა არა საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას, არამედ მას შემდეგ, რაც მისი სამხედრო ბაზები რუსულმა ჯარებმა დაიკავეს.

რუსული მედიის ინფორმაციით, დამოუკიდებელმა ექსპერტებმა 2008 წლის აგვისტოში საქართველოსთან მომხდარი კონფლიქტის დროს რუსული საბრძოლო ტექნიკის დანაკარგების შესახებ ანგარიში მოამზადეს.

„სტრატეგიისა და ტექნოლოგიების ანალიზის ცენტრის მონაცემებით, რუსეთმა 2008 წლის აგვისტოში დაკარგა ექვსი საბრძოლო თვითმფრინავი, სამი ტანკი, დაახლოებით 20 ერთეული მსუბუქი ჯავშანტექნიკა. ასევე რამდენიმე ათეული სატვირთო მანქანა", – წერს მედია.

რუსული მედია ასევე იუწყება, რომ რუსული მხარის დანაკარგების შესახებ საქართველოსა და რუსეთს შორის მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს გამოქვეყნებული იქნება კრებულში „ხუთდღიანი ომი", რომელიც საზოგადოების ასპარეზზე მომავალ კვირას გამოვა.

სტრატეგიისა და ტექნოლოგიების ანალიზის ცენტრის დირექტორის რუსლან პუხოვის ინფორმაციით, ცენტრის ექსპერტებმა დაადგინეს, რომ საბრძოლო მოქმედებების დროს ჩამოგდებულ იქნა ექვსი რუსული საბრძოლო თვითმფრინავი, კერძოდ, სამი „სუ-25", ორი „სუ-24" და ერთი „ტუ-22მ3". ამას გარდა, დადგინდა ისიც, რომ კონფლიქტის დასრულების შემდეგ მოხდა ავიაკატასტროფა და ჩამოვარდა ორი თვითმფრინავი - „მი-8მტკო" და „მი-24".

რაც შეეხება სახმელეთო ტექნიკას, სტრატეგიისა და ტექნოლოგიების ანალიზის ცენტრის მონაცემებით რუსეთმა დაკარგა სამი ტანკი – „ტ-72ბმ", „ტ-72ბ", „ტ-625". ეს ტანკები პუხოვის თქმით, ქართული მხრიდან გახსნილმა ცეცხლმა გაანადგურა. განადგურებულია ასევე – ცხრა „ბმპ-1", სამი „ბმპ-2", ორი „ბტრ-80", ერთი „ბმდ-2", სამი „ბმდმ-2" და ერთი „მტლბ-6".

ამას გარდა, პუხოვი ასევე აცხადებს, რომ საარტილერიო და სატანკო დაცხრილვის შედეგად 8 აგვისტოს განადგურებული იქნა 20 ერთეული ავტოტექნიკა, რომელიც რუს მშვიდობისმყოფელთა ბატალიონის ტერიტორიაზე იყო განთავსებული.

მომდივნო დღეს, საარტილერიო ცეცხლის ქვეშ მოყვა ათი სატვირთო ავტომობილი „გაზ-66", 11 აგვისტოს ქართულმა ვერტმფრენებმა „მი-24" მა დაცხრილეს სარტვირთო ავტომობილების კოლონა და ორი „ურალის" ტიპის ავტომანქანა გაანადგურეს.

აღსანიშნავია, რომ რუსეთს დღემდე არ გამოუქვეყნებია ოფიციალური მონაცემები თავისი ტექნიკის დანაკარგების შესახებ 2008 წლის აგვისტოში მომხდარი საქართველოსთან ომის დროს. 2009 წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაციის გენპროკურატურასთან არსებულმა საგამოძიებო კომიტეტმა გამოაქვეყნა მონაცემები ამ კონფლიქტში ადამიანური დანაკარგების შესახებ – მათი მონაცემებით – კონფლიქტის დროს დაღუპულია 67 რუსი სამხედრო. ამავე დროს, ქართული მხრიდან, თბილისის მონაცემებით გარდაცვლილია 412 ადამიანი, მათ შორის 170 სამხედრო და 228 მშვიდობიანი მოქალაქე.

შეგახსენებთ, რომ რუსმა ექსპერტებმა აგვისტოს ომის შედეგები გასული წლის ბოლოშიც შეაფასეს. როგორც სტატიათა კრებულის, „აგვისტოს ტანკების" ავტორები აღნიშნავდნენ, ქართულმა არმიამ ძირითადი მატერიალური დანაკარგები განიცადა არა საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას, არამედ მას შემდეგ, რაც მისი სამხედრო ბაზები რუსულმა ჯარებმა დაიკავეს.

სტატიების კრებული რუსეთის სტრატეგიების და ტექნოლოგიების ანალიზის ცენტრმა (ავტორები - მიხაილ ბარაბანოვი, ანტონ ლავროვი და ვიაჩესლავ ცელუიკო) გამოსცა. კვლევის ავტორები რუსეთსა და საქართველოს შორის „პირველი ოფიციალური შეიარაღებული კონფლიქტის" დეტალებს დაწვრილებით განიხილავდნენ. ისინი ამტკიცებდნენ, რომ „რუსეთის და საქართველოს თავდაცვის სამინისტროები ამ ომის შესახებ სრულ სიმართლეს არ ამბობენ".

„აგვისტოს ტანკები" სამ ნაწილად არის დაყოფილი. პირველი ნაწილი ეძღვნება „ქართული არმიის რეფორმირებას ხუთდღიან ომამდე". მეორე – ცენტრალური – სამხედრო მოქმედებების დაწვრილებითი ქრონიკაა. მესამე ნაწილში საუბარია „საქართველოში სამხედრო მშენებლობაზე ომში დამარცხების შემდეგ". დამატებით მასალებში საუბარია მხარეების დანაკარგებზე და აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში რუსული სამხედრო ბაზების „კეთილმოწყობაზე".

აღნიშნული კვლევის შედეგად, აგვისტოს ომში რუსი სამხედროების დანაკარგების არაოფიციალური სია შედგა, რაც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებს შეესაბამებოდა (74 დაღუპული და 170-ზე მეტი დაჭრილი). როგორც რუსულ „კომერსანტს" კრებულის ერთ-ერთმა ავტორმა მიხაილ ბარაბანოვმა განუცხადა, „გაოცებას იწვევს ის, რომ საქართველოსგან განსხვავებით, რუსეთმა დღემდე დანაკარგების ოფიციალური სია არ გამოაქვეყნა. აქ დასამალი და სამარცხვინო არაფერია".

კრებულის მიხედვით, ქართულმა მხარემ დაკარგა 170 მოკლული და უგზო-უკვლოდ დაკარგული, ჰყავდა 1800-ზე მეტი დაჭრილი. – „განადგურებულია არანაკლებ ათი ტანკი ტ-72, სამი სატრანსპორტო თვითმფრინავი ან-2 და ოთხი ვეტმფრენი (სამი მი-24 და მი-14ბტ), დანგრეულია საქართველოს ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა".

საერთო ჯამში რუსული ჯარების და ოსი ე.წ. „აპალჩენცების" ხელში აღმოჩნდა 65 ქართული ტანკი, 20-ზე მეტი ჯავაშანტრანსპორტიორი, ორი „კობრას" ტიპის ჯავშანმანქანა, 10-მდე ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის დანადგარი, რამდენიმე ათეული ტყვიამფრქვევი და საარტილერიო დანადგარი".

ამასთან, როგორც „აგვისტოს ტანკების" ავტორები აღნიშნავდნენ, „ქართულმა არმიამ ძირითადი მატერიალური დანაკარგები განიცადა არა სამხედრო მოქმედებების მსვლელობისას, არამედ მას შემდეგ, რაც მისი ბაზები რუსულმა ჯარებმა ხელში ჩაიგდეს".

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი კრებულის ავტორების თქმით, რუსული საბრძოლო ავიაციის დანაკარგები იყო. ამ კვლევის თანახმადაც, რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალებმა ექვსი საბრძოლო თვითმფრინავი დაკარგეს - სამი მოიერიშე (სუ-25სმ და ორი სუ-25ბმ), ორი საფრონტო ბომბდამშენი სუ-24მ და ერთი შორეული ზებგერითი ბომბდამშენი ტუ-22მზ.

ამასთან „სამი მათგანი (ორი სუ-25ბმ და სუ-24სმ) შეცდომით ჰაერსაწინააღმდეგო საკუთარი საშუალებებით იქნა ჩამოგდებული". ვის მიერ იყო ჩამოგდებული მოიერიშე სუ-25სმ, რუს ექსპერტებს ამაზე პასუხის გაცემა უჭირთ. მაგრამ მათივე აზრით, ყველაფერი ისევ რუსულ ჯარებზე მიუთითებს. კიდევ ოთხი სუ-25 ძლიერ იყო დაზიანებული.

„სამხედრო მოქმედებების დასრულების შემდეგ ასევე ჩამოვარდა და დაიწვა ვეტმფრენი მი-8მტკო. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო დღემდე მხოლოდ ოთხი თვითმფრინავის (სამი სუ-25 და ტუ-22მზ) დანაკარგს აღიარებს. ქართული მხარე ამტკიცებს, რომ 21 რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდეს", – წერდნენ კვლევის ავტორები.

აგვისტოს ომის დასრულებიდან ორი წელიწადი გავიდა. ომის შედეგებზე არაერთი განსხვავებული მოსაზრება გამოითქვა. მათ შორის საბრძოლო მოქმედებებისას დაღუპულ სამხედრო თუ სამოქალაო პირთა შესახებ. თვითმხილველთა ნაწილი ყვება, რომ დაღუპულთა რიცხვი გაცილებით მეტი იყო, ვიდრე ეს ოფიციალურად დაფიქსირდა. ოფიციალური ქართული მონაცემებით, აგვისტოს ომის დროს დაიღუპა 224, უგზოუკვლოდ დაიკარგა - 15 და დაიჭრა 547 მშვიდობიანი მოქალაქე.

საბრძოლო მოქმედებებისას დაიჭრა 947 მებრძოლი, დაიღუპა - 161, 9 სამხედო მოსამსახურის ბედი კი, დღემდე გაურკვეველია. ომის პერიოდში, პროფესიული მოვალეობის შესრულებისას დაიჭრა შინაგან საქმეთა სამინისტროს 227 და დაიღუპა 11 თანამშრომელი. 3 პოლიციელს შესახებ ინფორმაციის მოპოვება ამ დრომდე ვერ მოხერხდა.{ENG}05.08.2010 17:15
[Gega Beridze]
Russian experts in August 2008, the Russian military equipment losses on the report prepared. Strategy and Technology Analysis Center estimates that in 2008 Russia had lost six fighter aircraft, three tanks, about 20 light armored vehicles. Also, dozens of trucks. The Georgian army is the main material losses suffered during the war, but after the Russian troops occupied the military bases.

Russian media reports, the independent experts in August 2008 conflict with Georgia, the Russian military equipment losses on the report prepared.

"Strategy and Technology Analysis Center estimates that in 2008 Russia had lost six fighter aircraft, three tanks, about 20 light armored vehicles. Also, dozens of trucks, "- writes the media.

Russian media also reported that losses on the Russian side of the current hostilities between Georgia and Russia at the time of collection will be published in the "five-day war," which comes out next week, the public arena.

Director of Strategy and Technology Analysis Center, Ruslan pukhovis information, the experts found that the six Russian military aircraft was shot down during combat operations, in particular, the "Su-25", two "24" and a "top -22 m 3". In addition, it is established that the crash occurred after the two planes and crashed - "Mi-8 mtko" and "Mi-24".

As for land-based techniques, strategies and technologies for data analysis center, has lost three tanks - "t -72 bm", "t -72 b", "t -625". These tanks pukhovis said the Georgian side was destroyed by fire. Destroyed as well - nine "bmp-1", three "bmp-2", two "btr -80", a "bmd-2", three "bmdm 2" and a "mtlb -6".

In addition, pukhovi also said that the artillery and tank shelling on August 8, was destroyed as a result of auto equipment unit 20, a battalion of Russian peacekeepers were stationed.

Momdivno today, came under artillery fire to ten trucks, "GAZ-66", 11 August, the Georgian helicopter "Mi-24" was shot sartvirto convoy of cars and two "Ural" type of car is destroyed.

It should be noted that Russia still has not published official data on its equipment losses during the war with Georgia in August 2008. In August 2009 the Russian General Prosecutor's Office with the investigation committee has published data on the human toll of this conflict - their data - 67 Russian soldiers killed during the conflict. At the same time, the Georgian side, the data, 412 people died, including 170 military and 228 civilians.

Recall that Russian experts had estimated in August of last year's Go. As a collection of articles, "August tanks," the authors noted that the Georgian army major financial losses suffered during the war, but after the Russian troops occupied the military bases.

Collection of articles on the strategies and technologies for the analysis center (authors - Michael barabanovi, Anton Lavrov and Vyacheslav tseluiko) published. The authors of the study between Russia and Georgia, "the first armed conflict" discussed in more detail. They argued that "Russia and Georgia's Defense Ministry did not say the whole truth about this war."

"Tanks of August" is divided into three parts. The first part is devoted to the "reform of the Georgian army in five days before the war." Second - Central - Detailed Chronicle hostilities. The third part deals with "Georgia's military in the construction of the defeat in the war." Additional materials about the loss of Abkhazia and South Ossetia in the Russian military bases "on the amenities."

As a result of this research, the war in the Russian military losses, the unofficial list was drawn up by the Russian Defense Ministry's data are consistent with (74 killed and 170 - more than a cut). The Russian "Kommersant" collection - one of the author Michael barabanovma told, "It is surprising that, unlike Georgia, Russia has still not released the official list of losses. There is nothing to hide, and shameful. "

Collected by the Georgian side had lost 170 killed and Disappeared - missing, had a 1800 - or more wounded. - "Destroyed at least ten tanks T-72, three transport aircraft An-2 and four vetmpreni (three Mi-24 and -14 bt MI), destroyed the anti-aircraft system."

The total number of Russian troops and Ossetian so-called "Apalchentsebis" in the hands of the 65 Georgian tanks, 20 - more than ჯავაშანტრანსპორტიორი, the "Cobra" type armored vehicles, 10 - to air defense artillery, dozens of guns and artillery. "

In addition, both "on the tank," the authors noted, "The Army of the material losses suffered during the military operations, but since the bases are occupied by Russian troops."

One - one of the most important aspect of the book the authors say, was a Russian combat aircraft losses. In this research, the Russian military - Air Force lost six fighter aircraft - three fighter (Su-25 cm and two Su-25 bm), two sapronto bomber Su-24 supersonic bomber TU -22 m and a long-mz.

The "Three of them (two Su-25 and Su-24 bm cm) by means of its own anti-aircraft were shot down by mistake." By Su-25 fighter was shot down over the years, the Russian experts will find it difficult to answer. But they believe that everything is still pointing to the Russian troops. Four Su-25 was badly damaged.

"After the military operations as well as Mi-8 crashed and burned vetmpreni mtko. The Russian Defense Ministry has only four aircraft (three Su-25 and TU-mz -22) losses recognized. The Georgian side claimed that 21 Russian aircraft shot down, "- wrote the study authors.

Two years have passed since the end of the war. The results of a number of different views were expressed. Including combat operations, who died in military or samokalao persons. Some witnesses said that the death toll was much higher than officially reported. Georgian official statistics, 224 died during the war, was lost - 15 and wounded 547 civilians.

947 soldiers were wounded in combat operations, have been killed - 161, 9 servant's fate is still uncertain. During the war, performing the duties of the 227 were wounded and killed 11 people. 3 police officers on the information so far failed.

კატეგორია: News | ნანახია: 364 | დაამატა: dato | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა
რეკლამა


free counters

ყველა უფლება დაცულია  2011-2013