თამარ მეფე - 7 იანვარს 2011 - ისტორია-HISTORY
კვირა, 2016-12-11, 3:14 AM
თქვენ შემოხვედით როგორც|სტუმრები | ჯგუფი "სტუმრები"|მოგესალმები|სტუმრები| RSS

       ისტორია,მსოფლიოსა და საქართველოს ისტორია

საიტის მენიუ
დარეგისტრირდით

სექციის კატეგორიებ
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

www.wsa.ge
მთავარი » 2011 » იანვარი » 7 » თამარ მეფე
9:48 AM
თამარ მეფე

საქართველოს ისტორიულ წარსურლში საპატიო ადგილი უჭირავს სამ გმირ ქალს: წმ. ნინოს, თამარ მეფეს და ქეთევან დედოფალს. თითოეულმა მათგანმა თავდადებული მოღვაწეობით უდიდესი ამაგი დასდო ქრთელი ხალხის პოლიტიკურ-კულტურულ დაწინაურების საქმეს. ნინომ ქართველები მოაქცია ქრისტიანულ რწმენაზე და ამ გზით საქართველო დაუახლოვდა იმდროინდელ დაწინაურებული ხალხების კულტურულ-იდეოლოგიურ სამყაროს. თამარმა საქართველოს მოუპოვა დიდი პოლიტიკური ძლიერება და გავლენა, ქეთევანმა გვიჩვენა ხალხისა და რწმენისათვის თავგანწირვის დიადი მაგალითი.


ამის გამო ეს სმივე გმირი მანდილოსანი ისტორიაში ცნობილია ღირსეული სახელწოდებით: ნინო ქართველთა განმანათლებელი, დედა ქართლისა თამარ და ქეთევან წამებული.

გიორგი III სიცოცხლეშივე აიყვანა 1179 წელს სამეფო ტახტზე თავისი ასული თამარ (ვაჟი მას არ ჰყავდა). სამეფო ტახტზე ქალის ასვლა და მეფობა იმ დროს იშვიათი მოვლენა იყო, საქართველოში კი პირველ შემთხვევად უნდა ჩაითვალოს. ამას კარგად გრძნობდა თვით გიორგი III და ამის გამო მან თამარი თავის სიცოცხლეშივე აიყვანა თანამოსაყდრდედ, რათა მისი სიკვდილის შემდეგ თამარს ადვილად შეენარჩუნებინა სამეფო ტახტი.

თამარის თანამოსაყდრედ დასმის შედეგად გიორგი III მხურვალე მონაწილეობას იღებდა სახელმწიფო საქმეებში, მან 1179 წელს მოიწვია საგანგებო საკანონმდებლო კრება, რომელსაც დავალებული ჰქონდა ამოეფხვრა იმ დროს საქართველოში გავრცელებული ქურდობა და ავაზაკობა. ამ საკანონმდებლო კრებამ ასეთი ბოროტმოქმედებისათვის დააწესა მკაცრი სასჯელი—ჩამოხრჩობა, რომელიც საზოგადოების ყველა წოდებაზე ვრცელდებოდა.

1184 წელს გარდაიცვალა მეფე გიორგი III და საქართველოს მეფედ დაჯდა თამარ (1184-1214 წ.). თამარის მეფედ კურთხევის ცერემონიალიც დიდის ამბით იყო მოწყობილი და მას, როგორც ჯარის უზენაეს მბრძანებელს და სარდალს დიდებულებმა ხმალი შემოარტყეს და ერმა და მხედრობამ იგი მეფედ აღიარა.

გამეფებისთანავე თამარმა მტკიცედ მოჰკიდა ხელი სახელმწიფოს მართვა-გამგეობის საქმეს. იგი, როგორც გაიორგი III პოლიტიკაზე აღზრდილი, კარგად ერკვეოდა იმდროინდელ საგარეო და საშინაო პოლიტიკურ-საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მტკიცე ნებისყოფასთან მას ახასიათებდა უფლების მოყვარეობა. თამარ მიზნად შეექმნა ძლიერი მონარქია და გაეგრძელებინა თავისი მამის დაპყრობითი პოლიტიკა. ამისათვის კი საჭირო იყო გავლენიენი სოციალ-წოდებრივი ჯგუფების მომხრობა და გამოყენება, აგრეთვე შერჩევა ერთგული და თავდადებული მოხელეებისა, რომლებიც თავდადებული ბრძოლებით შესძლებდნენ მისი მონარქიული უფლებების გაძლიერება-განმტკიცებას. თამარმა სწორედ ამაში გამოიჩინა ნებისყოფის სიმტკიცე, დიდი პოლიტიკური ნიჭი და დიპლომატიური გამჭრიახობა.

თამარმა ფეოდალურ არისტოკრატიაზე დაყრდნობით და დიპლომატიური გზითა და ხერხებით შესძლო პოლიტიკური დასების დამორჩილება და მათი გამოყენება თავისი მონარქიული უფლებების განსამტკიცებლად. ამგვარად ის ჩქარა იქცა ნამდვილ თვითმპყრობელ მეფედ.

მეფის ახალი სავაზირო ახლა შეუდგა თამარის შეუღლების საკითხის განხილვას, რასაც მაშინ ეძლეოდა დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა. ასეთ შემთხვევაში ეძებდნენ ძლიერ და გავლენიან სახელმწიფოს უფლისწულებს, რომ შეუღლების საშუალებით შეეკრათ ერთმანეთთან სამხედრო და პოლიტიკურ-ეკონომიური კავშირი. ამასთანავე რელიგიურ რწმენასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა და ყოველთვის ეძლეოდა ერთმორწმუნე სახელმწიფოს უფლისწულებს.

ვაზირთა თათბირს დროს წამოდგა ქართლისა და თბილისის ამირა აბულასან და სთქვა:„მე ვიცი შვილი რუსთა ხელმწიფისა, ანდრია დიდისა მეფისა, რომელსა ჰმონებენ სამასნი მეფენი მის კერძოსანი და იგი მცირე დარჩომილი მამისაგან, და ბიძისაგან, სავალთად წოდებულსა, ექსორიაქმნით დევნილი, გარდმოიხვეწა და არს იგი ყივჩაყთა მეფისა სვინჯს ქალაქსა შინა"-ო.

აბულასანის წინადადება სავაზიროს მოეწონა და გადაწყვიტა თამარის მეუღლედ მოეწვიათ რუსეთის მთავრის ანდრია დიდი ბოგოლუბსკის (ღვთის მოყვარის) შვილი გიორგი, რომელიც იმ დროს იმყოფებოდა ყივჩაყებში ქალ. სუნჯში.

მალე გიორგი რუსი ჩამოიყვანეს საქართველოში, მაგრამ თამარ ფრთხილობდა დიდებულნი მოითხოვდნენ ქორწილის დაჩქარებას და მიზეზად ტახტის მემკვიდრის უყოლობას ახსენებდნენ. მეტი გზა აღარ იყო და თამარმაც დიდის ზეიმით იქორწინა. მაგრამ თამარს და გიორგის შორის ჩქარა დაიწყო განხეთქილება და შინაური ბრძოლა. თამარის კარის ისტორიკოსი ამაში ბრალსა სდებს გიორგი რუსს, რომელსაც იგი ახასიათებს უარყოთად და ამბობს, რომ იგი იყო თამარისათვის შეუფერებელი მეუღლე, რომელსაც აკლდა პოლიტიკური ნიჭი, გამოცდილება და ტაქტიკა. ამასთანავე იგი ეწეოდა უდარდელ ცხოვრებას, დროს ატარებდა სმაში და ნადირობაში. ამის გამო თამარსა და მისი მომხრე დიდებულს არ მოსწონდათ გიორგი რუსის ქცევა და გადაწყვიტეს მისი მოშორება.

1187 წელს გიორგი რუსი საქართველოდა განდევნეს კონსტანტინეპოლში. თამარმა ამით ისარგებლა, და სავაზიროს დაუკითხავად შეირთო მისთვის სასურველი პიროვნება ოსთა უფლისწული დავით სოსლანი, რომელიც არ აცხადებდა არავითარ პრეტენზიებს საქართველოს სამეფო ტახტზე. იგი იყო თამარის ერთგული მეუღლე და თავის ვაჟკაცობით და გულადობით იცავდა თამარის მონარქიულ უფლებებს. მათ იქორწინეს დიდუბეში „მუნ-ქნეს ქორწილი შესატყვის და შემსგავსებული ხელმწიფობისა და შარავანდედობისა მათისა... იყო მგოსანთა და მუშაითთა და სახიობათა მჭვრეტელნი იყო რაზმთა სიმრავლე"-ო.

გიორგი რუსისა და მისი მომხრე მეამბოხე დიდებულების დამარცხების შემდეგ თამარს არ მოელოდა შინაური საფრთხე. ახლა მოეპოვებინა პოლიტიკური ძლიერება და გავლენა საგარეო საქმეებშიაც, იგი შეუდგა ლაშქრობათა მოწყობის თადარიგს, რასაც ეძლეოდა უაღრესი პოლიტიკურ-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა. ლაშქრობა ნადავლისა და ხარკის სახით იძლეოდა საკმაო დიდი შემოსავალს, ახლად დაპყრობილ ქვეყნების შემოერთებით აფართოებდა სახელმწიფოს ტერიტორიალურ საზღვრებს და აძლიერებდა მის პოლიტიკურ ეკონომიკურ ზეგავლენას მეზობელ ქვეყნებზე.

საქართველოს სამხედრო ძლიერება იმდენად გაიზარდა, რომ მეზობელი ქვეყნები ახლა თამარს სთხოვდნენ დახმარებასა და მფარველობას. სხვათა შორის შირვანის შაჰმა (ხელმწიფემ) აღსართანმა და მისმა სიძემ ამირ-მირანმა თამარს სთხავეს დახმარება წინააღმდეგ აბუბაქარ ათაბაგისა, რომელმაც მათ წაართვა სამფლობელო და გააქცია.

ეს ამბავი, რასკვირველია, არ გამოეპარა ადარბადაგანის ათაბაგს აბუბაქარს, რომელმაც კარგად იცოდა ამირმირანის თამართან დარბაზობის საიდუმლოება და იგიც შეუდგა საომარ სამზადისს. მოკავშირედ მოიწვია მეზობელი ათაბაგები „ნახჭევანიდმან ყოვლისა სპარსეთის შეყრითა"-ო.

მაშინ თამარმა მოიწვია საგანგებო საბჭო, რომელმან გადასწყვიტა ომი გამოეცხადებინა ათაბაგ აბუბაქარისათვის და თამარმაც ბრძანება გასცა ლაშქრის შეყრაზე.

1202 წელს შამქორში მოხდა დიდი ბრძოლა.

დავით სოსლანმა თავისი რაზმით მედგრად შეუტია მტერს. ქართველებმა გაიმარჯვეს და მტრის მრავალრიცხოვანი ჯარი იძულებული შეიქმნა ბრძოლის ველიდან გაქცეულიყო.

თამარმა გამარჯვებული მხედრობა ღირსეულად დააჯილდოვა.

1204 წელს თამარმა დვინი აიღო. ამგვარად თამარმა შესძლო აბუბაქარის დამარცხება და სტრატეგიულ-პოლიტიკური მნიშვნელობის ქალაქების განძისა და დვინის შენარჩუნება.

ასეთივე ძლიერი იყო თამარის პოლიტიკური გავლენა დასავლეთით მოსაზღვრე საბერძნეთის ქვეშევრდომ ქვეყანაზე.

თამარმა აქ შექმნა ცალკე ტრაპეზონის სამეფო, რომელიც იმყოფებოდა საქართველოს მეფის მფარველობაში.

სამეფოს გაფართოებასთან საჭირო იყო დაპყრობილ ადგილების დაცვა და შენარჩუნება, ამიტომ თამარი ისეთ დიდ პოლიტიკურ მნიშვნელობას აძლევდა კარის დაპყრობას, რომ თვითონ წავიდა ჯავახეთს და აქედან მეთვალყურეობას უწევდა ლაშქრობის მსვლელობას. 1202 წელს ქართველმა ლაშქარმა კარს ალყა შემოარტყა, თურქები დამარცხდნენ, კარი დასტოვეს და გაიქცნენ. ქართველებმა კარი აიღეს და თამარმა მის გამგებლად დანიშნა ივანე ახალციხელი, რომელსაც მეფისაგან ებოძა ამირთ-მირობა.

ზაქარია ამირსპასალარის რჩევითა და წინადადებით თამარმა განიზრახა გალაშქრება სპარსეთში. მან ვაზირების სამხედრო გეგმა განსახილველად გადასცა წარჩინებულთა საბჭოს, რომელმაც იგი მოიწონა.

ამის შემდეგ თამარმა აიღო სამეფო დროშა: „მოიღო დროშა სვიანად ხმარებული გორგასლიანი და დავითიანი", შეავედრა იგი ვარძიის ღვთისმშობელს, ომში მიმავალი მხედრობა დალოცა და უსურვა მტერზე გამარჯვება. ეს დროშა მან გადასცა ამირსპასალარ ზაქარია მხარგრძელს და ქართველი ლაშქარი გაემართა სპარსეთისაკენ.

ყაზმინიდან გალშქრება მოაწყვეს ხოროსანზე და მიაღწიეს გურგანის ქალაქამდე და აქაც დიდძალი ტყვე და ნადავლი ჩაუგდიათ ხელში.

ამ ლაშქრობამ სახელი გაუთქვა ქართველებს სპარსეთში.

თამარ მეფემ XII საუკუნეში მართლაც შესძლო შეექმნა საკმაოდ ძლიერი მხედრობა, რომლის შიშით არა ერთმა მაჰმადიანმა მთავარმა, ამირამ და სულტანმაც აღიარა საქართველოს ყმობა და იკისრა მისი მეხარკეობაც.

თამარის ბრძნული პოლიტიკის წყალობით საქართველოს ფეოდალური მონარქია ტერიტორიალურ გაფართოებასთან ერთად აწარმოებდა აქტიურ პოლიტიკას კავკასიაში, მცირეაზიაში ა აღმოსავლეთის ქვეყნებში.

1212 წელს გარდაიცვალა გულადი და თავდადებული მხედარმთავარი ამირსპასალარი ზაქარია მხარგრძელი, რომელმაც თავისი ხმლითა და ერთგული სამსახურით ხელი შეუწყო საქართველოს პოლიტიკურ გაძლიერებას. თამარმა ეს თანამდებობა უბოძა ზაქარიას ძმას ივანეს, რომელიც იყო თამარის ერთგული სარდალი და იგი არ ჩამოუვარდებოდა თავის ძმას ვაჟკაცობაში და სამხედრო საქმის ცოდნა-გამოცდილებაში. ივანეს თხოვნით, თამარმა მას უბოძა აგრეთვე საპატიო სახელწოდება ათაბაგობა, რაიც ნიშნავდა მეფის აღმზდელსა და მრჩეველს.

მაგრამ მეამბოხე ფხოელების დასამორჩილებლად არ კმაროდა მხოლოდ სამხედრო ძალაზე დაყრდნობა, მძევლებისა და ხარაჯის აღება, საჭირო იყო ამ მხარის იდეოლოგიურ-სარწმუნოებრივი შემომტკიცება და თამარის პიროვნების ღვთაებრიობის რწმენის ხალხში ჩანერგვა, ამ მიზნით აიქ აუგიათ თამარის სამლოცველო, რომელსაც ცრუმორწმუნე ფშაველი დღესაც თამარ-ლაშარობით ლოცულობს.

აღსანიშნავია, ისიც, რომ ივანე მხარგრძეი ფშავლებს დღემბდის ახსოვთ და ლაშარობა-თამარობას ხევის ბერების დამწყალობნების დროს იხსენიებდნენ ივანე მხარგრძელსაც. თამარის ხატის საჯარეში სხვათაშორისო დაცულია სავარძლისებური ფორმის მომრგვალებული ქვის საჯდომი, რომელსაც მხარგრძელის საჯდომს უწოდებენ. გადმოცემით ივანე მხარგრძელი აქ ჯდებოდა თურმე და საჯარეში შეკრებილ ფხოველების ხევისბერების ბჭობა-თათბირს უსმენდაო.

ამგვარად თამარმა შესძლო საგარეო და შინაური მშვიდობიანობის დამყარება და იგი მტკიცედ იცავდა თავის სახელმწიფოებრივ უფლებებს. მან ფეოდალურ არისტოკრატიისაგან შექმნა ისეთი ძლიერი სახელმწიფოებრივი აპარატი, რომელმაც ერთგული და თავდადებული სამსახურით მოუპოვა მას პოლიტიკური ძლიერება და გავლენა. ეს ფეოდალური არისტოკრტია მეფესთან იყო ბატონყმურ ურთიერთობაში, რომელიც გამოიხატებოდა შეწყალებულისადმი საჩუქრის გაცემაში, მიწა იქნებოდა იგი, თუ რაიმე თანამდებობა, მეფის ერთგული პირიც მუდამ გულუხვად იყო შეწყალებული.

თამარის მამამ გიორგი III ერთგული სამსახურისათვის შეიწყალა ნაყივჩაყარი ყუბასარი და უბოძა მას ამირსპასალარობა. თამარმა შეიწყალა ივანე მხარგრძელი და მას უბოძა მსახურთ-უხუცესობა და სხვა.

მეფის მიერ შეწყალებულ ამ ერთგულ მოხელეებისაგან შესდგებოდა სახელმწიფოს უზენაესი ორგანო—სამეფო დარბაზი (სათათბირო), რომელიც ირჩევდა ვაზირებს. დარბაზი და სავაზირო ემორჩილებოდა თამარ მეფეს. მეფის სავაზირო წარმოადგენდა უმაღლეს სახელმწიფო აპარატს, რომლის სათავეში იდგა ერთი პირველი ვაზირთაგანი მწიგნობარ-უხუცესი. მეფის შემდეგ მწიგნობართ-უხუცესი იყო ქვეყნის უზენაესი მზრუნველი და პოლიტიკის მიმართუების მიმცემი.

ვაზირთა შორის მეორე ადგილი ეჭირა ამირსპასალლარს, რომელსაც ევალებოდა ლაშქრის სარდლობა და წინამძღოლობა. როდესაც მეფე სალაშქროდ ვერ მიდიოდა, სარდლობა ამირსპასალარს უნდა გაეწია.

შემდეგ იყვნენ ვაზირები: მანდატურთ-უხუცესი, რომელსაც ებარა ფოსტისა და მიმოსვლის საქმეები, მეჭურჭლე-უხუცესი განაგებდა სახელმწიფო საჭურჭლეს (ხიზანს).

ვაზირებს გარდა თამარს ჰყავდა საქვეყნოდ გამრიგე მოხელეები, რომლებსაც ებარათ ამა თუ იმ კუთხის მართვა-გამგეობა, ასეთი ივნენ ერისთავები, რომლებსაც ევალებოდათ ხარაჯის აკრეფა, ლაშქრის გამოყვანა და მეფის ერთგული სამსახური.

თამარის მეფობის დროს საქრთველო ეკონომიურადაც დაწინაურდა.

თამარის მეფობაში დიდვაჭართა წარმომადგენელნი სახელმწიფოს პოლიტიკურ-საზოგადოებრივ ცხოვრებაშიაც აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ. ამ წრიდან ირჩევდნენ ქალაქის ბჭეს და დესპანებს.

საქართველოს XII საუკუნეში გაცხოველებული ვაჭრობა ჰქონდა არაბებთან, სპარსეთთან და საბერძნეთთან.

ამ საგარეო ვაჭრობასთან გაცხოველდა შინაური აღებ-მიცემობა, იმართებოდა დიდი ბაზრობა, სადაც იყიდებოდა ადგილობრივი ნაწარმი. ბაზარზე ტრიალებდა ქართული ფული, თამარის დროს იჭრებოდა სპილენძის ფული, რომელზედაც ერთ მხარეზე ამოჭრილია „თამარ", მეორეზე არაბულად აწერია: „დედოფალი დედოფალთა, დიდება სოფლისა და სარწმუნოებისა თამარ ასული გიორგისა შედეგი მესიისა".

XII საუკუნეში ხელოსნობა ჩვენში საკმაოდ იყო დაწინაურებული, რასაც მოწმობენ იმდროინდელი შესანიშნავი ძეგლები: სამთავისისა და ნიკორწმინდის ტაძარი, ბეთანიის მონასტერი, განსაკუთრებით ვარძია, რომლის აშენება დაიწყო გიორგი III და დაამთავრა თამარმა, ვარძია იშვიათი ძეგლია, იგი გამოჭრილია კლდეში და შეიცავს სამასამდე ოთახს.

ოქრომჭედლები აკეთებდნენ ძვირფას ხატებს, ჯვრებს, სამკმაულებს და სხვა. მაშინ ცხოვრობდნენ სახელგანთქმული ოქრომჭედლები ბექა და ბეშქენ ოპიზარნი.

ქართულმა ფეოდალურმა მონარქიამ თავისი პოლიტიკური ძლიერების ხანაში შესძლო შეექმნა საკმაოდ მაღალი კულტურა. ჯერ კიდევ თამარის დრომდის დაწინაურდა მწერლობის სხვადასხვა დარგი, განსაკუთრებით ფილოსოფიური აზროვნება, რომლის საუკეთესო წარმომადგენლები იყვნენ: იოანე პეტრიწონელი, ეფრმე მცირე, არსენი იყლთოელი და იოანე ტარიჭის-ძე. იოანე პეტრიწონელი იყო გამოჩენილი ნეოპლატონიკოსი და ნეოპლატონურ ფილოსოფიურ აზროვნებაში მხურვალე მონაწილეობას იღებდა.

თამარის კარზე კი დაწინაურდა საერთო მწერლობაც, განსაკუთრებით რაინდული პოეზია, რომელიც აღმოცენდა ქალის რომანტიკულ ტრფიალზე და ამ რაინდულ რომანტიკით გატაცებული იყო იმდროინდელი ფეოდალური საზოგადოება.

რაინდული მიჯნურობა და რომანტიკა ახასითებდა ქართულ ფეოდალურ არისტოკრატიასაც. მით უმეტეს, რომ ქართველები კარგად იცნობდნენ იმდროინდელ არაბ-სპარსულ საგმირო და სააშიკო მწერლობის ნიმუშებს, როგორიც იყო შაჰნამე, ვისრამიანი, ქილილა და დამანა, ლეილ-მიჯნუნიანი და სხვა.

ამ თხზულებათა გაცნობამ ხელი შეუწყო ჩვენში საერო მწერლობის აღორძინებას.


კატეგორია: ქართველი მეფეები | ნანახია: 1073 | დაამატა: dato | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა
რეკლამა


free counters

ყველა უფლება დაცულია  2011-2013