თენგიზ აბულაძე - დაიბადა ქალაქ ქუთაისში 1924 წლის 31 იანვარს - 4 აპრილში 2012 - ისტორია-HISTORY
კვირა, 2016-12-11, 3:17 AM
თქვენ შემოხვედით როგორც|სტუმრები | ჯგუფი "სტუმრები"|მოგესალმები|სტუმრები| RSS

       ისტორია,მსოფლიოსა და საქართველოს ისტორია

საიტის მენიუ
დარეგისტრირდით

სექციის კატეგორიებ
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

www.wsa.ge
მთავარი » 2012 » აპრილი » 4 » თენგიზ აბულაძე - დაიბადა ქალაქ ქუთაისში 1924 წლის 31 იანვარს
0:43 AM
თენგიზ აბულაძე - დაიბადა ქალაქ ქუთაისში 1924 წლის 31 იანვარს
თენგიზ აბულაძე - დაიბადა ქალაქ ქუთაისში 1924 წლის 31 იანვარს.ერთ-ერთი უდიდესი ქართველი კინო-რეჟისორი.შემქმნელი გენიალური ქართული ფილმისა - მონანიება.მან განათლება შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში მიიღო,სადაც 1943 წლიდან 1946 წლამდე სწავლობდა.1953  წელს კი დაამთავრა საკავშირო კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი.თენგიზის სადიპლომო ნამუშევარი კინონარკვევი - დიმიტრი არაყიშვილი იყო.მისი შემოქმედების ადრეულ წლებში კინორეჟისორ რეზო ჩხეიძესთან ერთად გადაღებული აქვს დოკუმენტური ფილმები - ჩვენი სასახლე,გადაღებული 1953 წელს.ასევე ქართული მხატვრული ფილმი,დაწერილი ეკატერინე გაბაშვილის მიერ - მაგდანას ლურჯა.თენგიზ აბულაძის პირველი დამოუკიდებელი ფილმია - სხვისი შვილები,გადაღებული 1958 წელს,რომელმაც მას საპატიო დიპლომი მოუტანა ტაშკენტის აზიისა და აფრიკის ქვეყნების საერთაშორისო კინოფესტივალზე.ეს ფილმი ასევე დაჯილდოვდა ფინეთის ჟურნალისტთა და კინომატოგრაფისტთა კავშირების დიპლომებით ჰელსინკის საერთაშორისო კინოფესტივალზე. დიპლომი ლონდონის პრემირებული ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალზე და II პრემია - ვერცხლის ნეადა, პორეტა-ტერმის საერთაშორისო კინოფესტივალზე,რომლის გადაცემაც 1960 წელს მოხდა.ხოლო,თეირანის საერთაშორისო კინოფესტივალზე, ირანში მიიღო პრემია 1965 წელს. ამ წარმატებამ მას კიდევ უფრო დიდი სტიმული შესძინა და დაიწყო ახალი ფილმების გადაღება - მე,ბებია,ილიკო და ილარიონი,გადაღებული 1962 წელს.ვედრება,ნატვრის ხე და სხვა უამრავი შესანიშნავი ფილმები.თუმცა მისი შემოქმედების გვირგვინი ალბათ მაინც ქართული ფილმი  - მონანიებაა,რომელმაც გულგრილი არც ერთი მნახველი არ დატოვა,გადაღებული 1984 წელს,რომელმაც კანის კინოფესტივალზე სმი პრიზი დაიმსახურა.თენგიზი უამრავი პრემიისა და პრიზის მფლობელი გახლდათ,რომლებიც მან თავისი ბრწყინვალე შემოქმედებით დაიმსახურა.თენგიზ აბულაძე გარდაიცვალა 1994 წლის 6 მარტს თბილისში.მისმა გენიალურმა ფილმებმა კი სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი არა მარტო ქართულ კინოში არამედ მსოფლიო კინემატოგრაფიაშიც.

კატეგორია: დიდი ქართველი მწერლები და მოღვაწეები | ნანახია: 242 | დაამატა: dato | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა
რეკლამა


free counters

ყველა უფლება დაცულია  2011-2013