წმიდა მოწამე მეფე ვახტანგ III - 29 აპრილში 2012 - ისტორია-HISTORY
ხუთშაბათი, 2016-12-08, 5:09 PM
თქვენ შემოხვედით როგორც|სტუმრები | ჯგუფი "სტუმრები"|მოგესალმები|სტუმრები| RSS

       ისტორია,მსოფლიოსა და საქართველოს ისტორია

საიტის მენიუ
დარეგისტრირდით

სექციის კატეგორიებ
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

www.wsa.ge
მთავარი » 2012 » აპრილი » 29 » წმიდა მოწამე მეფე ვახტანგ III
11:52 AM
წმიდა მოწამე მეფე ვახტანგ III


ხსენება 10 (23) დეკემბერი

წმიდა მეფე ვახტანგ III  მეფობდა 1302-1308 წლებში. წმიდანის მამის მეფე დემეტრე თავდადებულის მოწამეობრივი აღსასრულის შემდეგ ვახტანგი მთიულეთში იზრდებოდა. იგი 1302 წელს დაამტკიცა მონღოლთა ყაენმა საქართველოს მეფედ.

 

"ქართლის ცხოვრების" თანახმად: "დაჯდა რა მეფედ ვახტანგ, ძე დიმიტრისა, მას მოსცეს ყოველი საქართველო" და გაიხარა კიდეც ყოველმა ქართველმა, "რამეთუ იყო ვახტანგ ყოვლითა სრულ, სარწმუნოებით მტკიცე, ღმრთის მოშიშ, სამღდელოთა პატივისმცემელ, ეკლესიათა პატივისმდებელ, მშვიდ და მდაბალ, მყუდრო, მოწყალე, უშფოთველ, ყოვლითა  კეთილითა სრულ და არავის მოშურნე".

 

ჟამთააღმწერლის ცნობით: "არა იყო მათ ჟამთა შინა თესვა, არცა შენება ყოვლადვე... ვიქმენით მიცემულ პირველად მწარესა ტყუეობასა და მეორედ ბარბაროზთა მიერ სრვასა და ხოცასა, და მესამედ იქმნა პურის მოკლებაი... ესოდენ განძვინდა შიმშილი, რომელ მძორსა არა-წმიდასა ურიდად ჭამდეს... ყრმანი მკვდართა დედათა ძუძუთ ლეშვთა სწოვდიან... მოაოხრეს ქართლი უბოროტესად... და მიეცა ქუეყანა განსარყვნელად, ცოდვათა ჩუენთათვის".

 

მეფე ვახტანგი ყოველნაირად ცდილობდა ქვეყანაში არსებულ უმძიმესი მდგომარეობის გამოსწორებას. თუმცა მეტ წილად საქართველოს გარეთ, მონღოლთა შორეულ ლაშქრობებში უხდებოდა იძულებით მონაწილეობა და ასეთ ლაშქრობებს ეწირებოდა ქართველთა ფიზიკური და სულიერი ძალმოსილება. მონღოლთა ერთ-ერთი ასეთი მორიგი ლაშქრობის დროს გილანში, სადაც ჩვეულებრივ ქართველებიც მონაწილეობდნენ, მონღოლები დამარცხდნენ, ბრძოლაში დაიჭრა თვით მეფე ვახტანგიც და უამრავი ქართველი შეეწირა ამ ბრძოლას.

 

ლაშქრობიდან სამშობლოში მობრუნებულ ვახტანგ III-ს, ნახჭევანთან წამოეწია ყაენის მიერ საქართველოში წარმოგზავნილი მონღოლთა ნოინი. მას ჰქონდა ყაენის ბრძანება, რათა დაენგრიათ, აეოხრებინათ და აღეგავათ საქართველოს წმიდა სავანეები. ასევე, მათი მოთხოვნით, ქართველებს უნდა დაეტევებინათ ქრისტიანობა და მუსლუმანობა. "ხოლო მეფე ვახტანგ არა შეშინდა, არამედ განახმდა, და უმეტეს მოახსენებდა სიმხნეთა და ღუაწლთა ქრისტეს ღმრთისათვის, და რქუა სპათა თვისთა: "კაცნო, ძმანო და ერთრჯულულნო, და ქრისტეს ღმრთისა ჭეშმარიტად აღმსარებელნო! უწყით სჯული მამათა მიერ, და გასმიეს ქადაგება წმიდათა მოციქულთა, და უწყით ღუაწლნი და ახოვნებანი მოწამეთანი, და გიხილვან თუალითა თქუენითა ტაძარსა შინა მათსა ურიცხვნი სასწაულნი, და გასმიეს სახარებასა შინა უტყუელისა პირისა, ვითარმედ: "რომელმან აღმიაროს მე წინაშე კაცთა, მეცა აღვიარო იგი წინაშე მამისა ჩემისა ზეცათასა". და კუალად: "მოვედით ჩემდა ყოველნი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი, და მე განგისვენო თქუენ" აწ ნუ შესძრწუნდებით, და წარვიდეთ ყაენს წინაშე და დავდვათ სული მისთვის, რომელმან დასდვა სული თვისი ჩუენთვის. პირველად ჩვენ მივსცნეთ თავნი ჩვენნი სიკუდილად, მერმე იყავნ ნება ღმრთისა. და მან დაიცვას სამწყსო თვისი"...  მყის წარემართეს ურდოსა და კარსა ყაენისასა, და მუხლნი დაიდგინეს, და რქუა მეფემან ხმითა მაღლითა: "ისმინე მაღალო და ძლიერო ყაენო, მოვიდა ბრძანება, რათა ყოველთა ქრისტიანეთა დაუტევნოთ სჯული ჩვენი. აწ ისმინე: ბედნიერთა პაპათა და მამათა თქუენთა ჰმონა და მსახურთა პაპამან და მამამან ჩუენმან ამით სჯულითა, და აროდეს გუასმეს, თუ სჯული ქართველთა ავი არს, არამედ უწარჩინებულეს ვყოფილვართ ყოველთაგან. და სპარსთა სჯული უფროს საძაგელად შეერაცხა პირველთა ყაენთა. ამისთვისცა იგინი მოწყვიდნეს, რამეთუ იყვნეს მწამვლელ და მამათ-მავალ და კაცისმკვლელ. და აწ თუ სიტყუასა სპარსთასა ისმენ,  ყაენო, მე ვარ მეფე ქართველთა, და ყოველნი მთავარნი საქართველოსნი  შენს წინაშე არიან, და მე მზად ვარ სიკუდილად სჯულისათვის ქრისტეანობისა, და მერმე ესე ყოველნი მყოფნი ქრისტეანენ, აჰა თავნი ჩვენნი წარგკვეთნენ" და წარუპყრაცა ქედი".

 

ჟამთააღმწერლის მიხედვით ყაენისაგან შეწყნარებული მეფე გზაში ნახჭევანთან გარდაიცვალა. ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით მეფე ვახტანგის აღსასრული შემდეგი სახით არის გადმოცემული: "მოვიდნენ რა წინაშე ყაენისა, განკვირდა ყაენი მოსვლისათვის მეფისა. მაშინ მეფე ვახტანგ წინააღუდგა დატევნებისათვის ქრისტესა და მოოხრებისათვის ეკლესიებთა. არამედ საქართველოსაცა უარჰყვეს მოგზავნილი იგი ნოინი. ამისთვის მოკლა ყაენმა ქრისტესათვის ტანჯვითა მეფე ვახტანგ. ტანჯვითა ანუ ექსორია-ყო სპითურთ და მუნ მოკლა".

 

ვახუშტისეული "ქართლის ცხოვრების" არშიაზე არსებული მინაწერის მიხედვით, "გარნა იცნობების მუნვე ქვემოთ და ზემოთ და ყეენებისაგან ესრეთ, ვითარცა აღგვიწერია და აღსრულებასაცა მისსა ვგონებთ მოწამეობით, ვითარცა აჩენს ცხოვრება ცხადად. ხოლო სიტყვაცა არს, რამეთუ ვახტანგ მეფე მოწამე, არამედ თუცა ვახტანგ გორგასალისა იგონიებს გარნა გორგასალ ღირსქმნილია მოწამეობისა, ხოლო ესე ვახტანგ  სრული მოწამეა ტანჯვითა ქრისტესათვის".  ვახტანგ III-ის ცხოვრების შესახებ სხვა მასალები არ არის ცნობილი. რაც შეეხება მეფის განსასვენებელის ადგილსამყოფელს, ქართლის ცხოვრება მიუთითებს დმანისის სიონს, სადაც აღსრულებული მეფე გადმოასვენეს. დმანისში დაკვიდრებულან მისი შთამომავლებიც, უფროსი ძის დემეტრეს და მისი ოჯახის სახით, რომლებიც დაკრძალულნი არიან იქვე.

 


კატეგორია: ქართველი მეფეები | ნანახია: 471 | დაამატა: dato | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა
რეკლამა


free counters

ყველა უფლება დაცულია  2011-2013