"ცოდილო" - 28 ნოემბერში 2012 - ისტორია-HISTORY
კვირა, 2016-12-11, 3:14 AM
თქვენ შემოხვედით როგორც|სტუმრები | ჯგუფი "სტუმრები"|მოგესალმები|სტუმრები| RSS

       ისტორია,მსოფლიოსა და საქართველოს ისტორია

საიტის მენიუ
დარეგისტრირდით

სექციის კატეგორიებ
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

www.wsa.ge
მთავარი » 2012 » ნოემბერი » 28 » "ცოდილო"
1:55 PM
"ცოდილო"



"ცოდილო" - გახლავთ კლდოვანი მხატვრობის უნიკალური ძეგლი "ცოდილოს რაიონში" (თანამედროვე ბოტსტვანას ჩრდილო-დასავლეთი),რომელიც შეიცავს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან "კრებულს" ისტორიამდელი კლდეზე ხატვის ხელოვნებისა.იგი შედგება 4 500-მდე უძველესი გამოსახულებით, რომელიც განლაგებულია კალაჰარის უდაბნოს ტერიტორიაზე და მას ამ უდაბნოს 10 კვადრატული კილომეტრი ფართობი უკავია."ცოდილოს ქედები" განთავსებულია ამავე უდაბნოს ტერიტორიაზე შაკავესაგან 40 კილომეტრის დაცილებით.მასზედ გამოყოფენ ოთხ უმთავრეს ქედს,მათ შორის ყველაზე მაღალი 1400 მეტრი სიმაღლისაა.ოთხ უმაღლეს ქედს შორის,სამს მოიხსენიებენ როგორც: "მამაკაცი" (ყველაზე მაღალი ქედი),"ქალი" და "ბავშვი".აღნიშნული ქედებიდან ორზე განთავსებულია "კარვის ბანაკები",რომლებიც განლაგებულია ცოდილოს ნახატების ყველაზე მნიშვნელოვან "ექსპონატთან",რომელსაც მოიხსენიებენ,როგორც "ლორენც ვან დერ პოსტის პანელი".აღნიშნული ისტორიული ღირებულების ნახატები კლდეებზე შესრულებულ იქნა "ბუშმენების" მიერ (კოლექტიური სახელწოდება რამოდენიმე სამხრეთ-აფრიკული,ადგილობრივი მოსახლეობისა) და მისი ასაკი დაახლოებით 100 000 წელიწადია.უმრავლესობა ნახატებისა,შესრულებულია "ქალის" ქედის კლდოვან მასივზე და ცნობილი "სურათებია": "ვეშაპი",ხოლო "მამაკაცის" ქედის ყველაზე ცნობილ ნახატევს წარმოადგენს: "ორი მარტორქა" და "ლომი".შედარებით მცირე ნახატები კი შესრულებულია სხვა დარჩენილ ქედების კლდოვან ნაწილებზე."ცოდილოს ქედებს" დღესდღეობითაც უდიდესი კულტურული და რელიგიური დანიშნულება გააჩნია ადგილობრივი (ბუშმენი) მოსახლეობისათვის,ხოლო მისი უდიდესი ისტორიული "ღირებულების" გამოისობით შეტანილ იქნა "იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის" ნუსხაში.











ავტორი: სტუმარი | თარიღი: 2012-11-28

კატეგორია: მსოფლიოს ისტორია | ნანახია: 262 | დაამატა: dato | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა
რეკლამა


free counters

ყველა უფლება დაცულია  2011-2013