ვეფხის ტყაოსანი შოთა რუსთაველი (ტექსტური ვარიანტი 91 სტროფი) - 7 იანვარს 2011 - ისტორია-HISTORY
ოთხშაბათი, 2016-12-07, 9:14 PM
თქვენ შემოხვედით როგორც|სტუმრები | ჯგუფი "სტუმრები"|მოგესალმები|სტუმრები| RSS

       ისტორია,მსოფლიოსა და საქართველოს ისტორია

საიტის მენიუ
დარეგისტრირდით

სექციის კატეგორიებ
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

www.wsa.ge
მთავარი » 2011 » იანვარი » 7 » ვეფხის ტყაოსანი შოთა რუსთაველი (ტექსტური ვარიანტი 91 სტროფი)
7:38 PM
ვეფხის ტყაოსანი შოთა რუსთაველი (ტექსტური ვარიანტი 91 სტროფი)






1 რომელმან შექმნა სამყარო ძალითა მით ძლიერითა,

ზეგარდმო არსნი სულითაყვნა, ზეცით მონაბერითა,
ჩვენ, კაცთა, მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა,
მისგან არს ყოვლი ხელმწიფე სახითა მისმიერითა.

2 ჰე ღმერთო ერთო, შენ შეჰქმენ სახე ყოვლისა ტანისა.
შენ დამიფარე, ძლევა მეც დათრგუნვად მე სატანისა!
მომეც მიჯნურთა სურვილი სიკვდიდმდე გასატანისა,
ცოდვათა შესუბუქება,მუნ თანა წასატანისა!

3 ვის ჰშვენის,–ლომსა,–ხმარება შუბისა, ფარ–შიმშერისა,
მეფისა მზის თამარისა,ღაწვ–ბალახშ,თმა–გიშეაისა,
მას, არა ვიცი, შევჰკადრო შესხმა ხოტბისა შერისა.
მისთა მჭვრეტელთა ყანდისა მირთმა ხამს მართ მი–შერისა.

4 თამარს ვაქებდეთ მეფესა სისხლისა ცრემლ–დათხეული,
თქვენი ქებანი ვისნი მე არ ავად გამორჩეული.
მელნად ვიხმარე გიშრის ტბა და კალმად მე ნა რხეული
ვინცა ისმინოს, დაესვას ლახვარი გულსა ხეული.

5 მიბრძანეს მათად საქებრად თქმა ლექსებისა ტკბილისა,
ქება წარბთა და წამწამთა, თმათა და ბაგე – კბილისა.
ბროლ – ბალახშისა თლილისა, მის მიჯრით მიწყობილისა.
გასტეხს ქვასაცა მაგარსა გრდედმლი ტყვიისა ლბილისა.

6 აწ ენა მინდა გამოთქმად, გული და ხელოვანება,–
ძალი მომეც და შეწევნა შენგნით მაქვს, მივსცე გონება;
მით შევეწივნეთ ტარიელს, ტურფადცა უნდა ხსენება,
მათ სამთა გმირთა მნათობთა სჭირს ერთმანეთის მონება.


7 მო, დავსხდეთ, ტარიელისთვის ცრემლი გვდის არ–შეშრობილი;
მისებრი მართ დაბადებით ვინმცა ყოფილა შობილი!
დავჯე, რუსთველმან გავლექსე, მისთვის გულ–ლახვარ–სობილი,
აქამდის ამბად ნათქვამი, აწ მარგალიტი წყობილი.

8 ესე ამბავი სპარსული, ქართულად ნათარგმანები,
ვით მარგალიტი ობოლი, ხელის–ხელ საგოგმანები
ვპოვე და ლექსად გარდავთქვი, საქმე ვქმენ საჭოჭმანები.
ჩემმან ხელ–მქმნელმან დამმართოს ლაღმან და ლამაზმან ნები.

9 მე, რუსთველი, ხელობითა ვიქმ საქმესა ამა დარი;
ვის ჰმორჩილობს ჯარი სპათა, მისთვის ვხელობ, მისთვის მკვდარი.
დავუძლურდი, მიჯნურთათვის კვლა წამალი არსით არი,
ანუ მომცეს განკურნება, ანუ მიწა მე სამარი!

10 თვალთა, მისგან უნათლოთა ენატრამცა ახლად ჩენა;
აჰა, გული დამიჯნურდა, მიჰხვდომია ველთა რბენა!
მიაჯეთ ვინ! ხორცთა დაწვა კმარის, მისცეს სულთა ლხენა!
სამთა ფერთა საქებელთა ლამის ლექსთა უნდა ვლენა.

11 რაცა ვის რა ბედმან მისცეს, დასჯერდეს და მას უბნობდეს:
მუშა მიწყივ მუშაკობდეს, მეომარი გულოვნობდეს;
კვლა მიჯნურსა მიჯნურობა უყვარდეს და გამოსცნობდეს,

12 შაირობა პირველადვე სიბრძნისაა ერთი დარგი,
საღმრთო საღმრთოდ გასაგონი, მსმენელთათვის დიდი მარგი.
კვლა აქაცა ეამების, ვინცა ისმენს კაცი ვარგი;
გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის, შაირია ამად კარგი.

13 ვითა ცხენსა შარა გრძელი და გამოსცდის დიდი რბევა,
მობურთალსა – მოედანი, მართლად ცემა, მარჯვედ ქნევა,
მართ აგრევე მელექსესა – ლექსთა გრძელთა თქმა და ხევა,
რა მისჭირდეს საუბარი და დაუწყოს ლექსმან ლევა.




14 მაშინღა ნახეთ მელექსე და მისი მოშაირობა,
რა ვეღარ მიჰხვდეს ქართულსა, დაუწყოს ლექსმან ძვირობა!
არ შეამოკლოს ქართული, არა ქმნას სიტყვა – მცირობა,
ხელ – მარჯვედ სცემდეს ჩოგანსა, იხმაროს დიდი გმირობა.

15 მოშაირე არა ჰქვიან, თუ ვინმე თქვას ერთი, ორი;
თავი ყოლა ნუ ჰგონია მელექსეთა კარგთა სწორი;
განაღა თქვას ერთი, ორი, უმსგავსო და შორი – შორი,
მაგრა იტყვის: „ჩემი სჯობსო", უცილობლობს ვითა ჯორი.

16 მეორე ლექსო ცოტაი, ნაწილი მოშაირეტა,
არ ძალ – უც სრულ – ქმნა სიტყვათა, გულისა გასაგმირეთა,
ვამსგავსე შვილდი ბედითი ყმაწვილთა მონადირეთა:
დიდსა ვერ მოჰკლვენ, ხელად აქვს ხოცა ნადირთა მცირეთა.

17 მესამე ლექსი კარგი არს სანადიმოდ, სამღერელად,
სააშიკოდ, სალაღობოდ, ამხანაგთა სათრეველად;
ჩვენ მათიცა გვეამების, რაცა ოდენ თქვან ნათელად.
მოშაირე არა ჰქვიან, ვერას იტყვის ვინცა გრძელად.

18 ხამს, მელექსე ნაჭირვებსა მისსა ცუდად არ აბრკმობდეა,
ერთი უჩნდეს სამიჯნურო, ერთსა ვისმე აშიკობდეს,
ყოვლსა მისთვის ხელოვნობდეს, მას აქებდეს, მას ამკობდეს,
მისგან კიდე ნურა უნდა, მისთვის ენა – მუსიკობდეს.

19 ჩემი აწ ცანით ყოველმან, მას ვაქებ, ვინცა მიქია;
ესე მიჩს დიდად სახელად, არ თავი გამიქიქია!
იგია ჩემი სიცოცხლე, უწყალო ვითა ჯიქია;
მისი სახელი შეფარვით ქვემორე მითქვამს, მიქია.

20 ვთქვამიჯნურობა – პირველი და ტომი გვართა ზენათა,
ძნელად სათქმელი, საჭირო გამოსაგები ენათა;
იგია საქმე საზეო, მომცემი აღმაფრენათა;
ვინცა ეცდების, თმობაცა ჰქონდა მრავალთა წყენათა!



21 მას ერთსა მიჯნურობასა ჭკვიანნი ვერ მიჰხვდებიან,
ენა დაშვრების, მსმენლისა ყურნიცა დავალდებიან;
ვთქვნე ხელობანი ქვენანი, რომელნი ხორცთა ჰხვდებიან;
მართ მასვე ჰბაძვენ, თუ ოდენ არ სიძვენ, შორით ბნდებიან.

22 მიჯნური შმაგსა გვიქვიან არაბულითა ენითა,
მით რომე შმაგობს მისისა ვერ – მიხვდომისა წყენითა;
ზოგთა აქვს საღმრთო სიახლე, დაშვრების აღმაფრენითა,
კვლა ზოგთა ქვე უც ბუნება კეკლუცთა ზედა ფრფენითა.

23 მიჯნურსა თვალად სიტურფე ჰმართებს მართ ვითა მზეობა,
სიბრძნე,სიუხვე, სიმდაბლე, სიყმე და მოცალეობა,
ენა, გონება, დათმობა, მძლეთა მებრძოლთა მძლეობა.
ვისცა ეს სრულად არა სჭირს, აკლია მიჯნურთ ზნეობა.

24 მიჯნურობა არის ტურფა, საცოდნელად ძნელი გვარი;
მიჯნურობა სხვა რამეა, არ სიძვისა დასადარი:
იგი სხვაა, სიძვა სხვაა, შუა უზის დიდი ზღვარი,
ნუვინ გაჰრევთ ერთმანეთსა, გესმას ჩემი ნაუბარი!

25 ხამს მიჯნური ხამიერი, არ მეძავი, ბილწი, მრუში,
რა მოჰშორდეს მოყვარესა, გაამრავლოს სულთქმა, უში,
გული ერთსა დააჯეროს,კუშტი მიჰხვდეს, თუნდა ქუში;
მძულს უგულო სიყვარული, ხვევნა, კოცნა, მტლაშა – მტლუში.

26 მას ცოცხალი ნუ ელევის, რაცა პირველ შეუყვარდეს,
ნუცა ლხინსა აუზვავდეს, ნუცა ჭირსა შეუზარდეს;
მისთვის დათმოს ყველაკაი, მისთვის ველთა გამოვარდეს,
ნურა ჰგავა, სოფელიცა მისი კერძი გარდაქარდეს.

27 ამა საქმესა მიჯნური ნუ უხმობს მიჯნურობასა,
დღეს ერთი უნდედს, ხვალე სხვა, სთმობდეს გაყრისა თმობასა;
ესე მღერასა ბედითსა ჰგავს, ვაჟთა ყმაწვილობასა.
კარგი მიჯნური იგია, ვინ იქმ სოფლისა თმობასა.



28 არს პირველი მიჯნურობა არ – დაჩენა, ჭირთა მალვა,
თავის – წინა იგონებდეს, ნიადაგმცა ჰქონდა ხალვა,
შორით ბნედა, შორით კვდომა, შორით დაგვა, შორით ალვა,
დათმოს წყრომა მოყვრისაგან, მისი ჰქონდეს შიში, კრძალვა.

29 ხამს, თავისსა ხვაშიადსა არვისთანა ამჯღავნებდეს,
არ ბედითად „ჰაის" ზმიდეს, მოყვარესა აყივნებდეს,
არსით აჩნდეს მიჯნურობა, არასადა აფირებდეს,
მისთვის ჭირი ლხინად უჩნდეს, მისთვის ცეცხლსა მოიდებდეს.

30 მას უშმაგო ვით მიენდოს, ვინ მოყვარე გაამჩივნოს?
ამის მეტი რამცა ირგო: მას ავნოს და თვითცა ივნოს?
რათამეღა ასახელოს, რა სიტყვითა მოაყივნოს?
რა ჰგავა, თუ მოყვაღესა კაცმან გული არ ატკივნოს!

31 მიკივირს, კაცი რად იფერებს საყვარლისა სიყვარულსა:
ვინცა უყვარს, რად აყივნებს მისთვის მკვდარი მისთვის წყლულსა?!
თუ არ უყვარს, რად არა სძულს? რად აყივნებს, რაცა სძულსა?!
ავსა კაცსა ავი სიტყვა ურჩევნია სულსა, გილსა.

32 თუ მოყვარე მოყვრისათვის ტირს, ტირილსა ემართლების;
სიარული, მარტოობა ჰშვენის, გაჭრად დაეთვლების;
იგონებდეს, მისგან კიდე ნურად ოდეს მოეცლების,
არ დააჩნდეს მიჯნურობა, სჯობს, თუ კაცთა ეახლების.









ამბავი
როსტევან არაბთა მეფისა


33 იყო არაბეთს როსტევან, მეფე ღმრთისაგან სვიანი,
მაღალი, უხვი, მდაბალი, ლაშქარ – მრავალი, ყმიანი,
მოსამართლე და მოწყალე, მორჭმული, გამგებიანი,
თვით მეომარი უებრო, კვლა მოუბარი წყლიანი.



34 სხვა ძე არ ესვა მეფესა, მართ ოდენ მარტოდ ასული,
სოფლისა მნათი მნათობი, მზისაცა დასთა დასული;
მან მისთა მჭვრეტთა წაუღის გული, გონება და სული,
ბრძენი ხამს მისად მაქებრად და ენა ბევრად ასული.

35 მისი სახელი – თინათინ, არს ესე საცოდნარია.
რა გაიზარდა, გაივსო, მზე მისგან საწუნარია.
მეფემან იხმნა ვაზირნი, თვით ზის ლაღი და წყნარია,
გვერდსა დაისხნა, დაუწყო მათ ამო საუბნარია.




36 უბრძანა: „ გკითხავ საქმესა, ერთგან სასაუბნაროსა:
რა ვარდმან მისი ყვავილი გაახმოს, დაამჭნაროსა,
იგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა,
მზე ჩაგვისვენდა, ბნელსა ვჭვრეტთ ღამესა უმთენაროსა.

37 „ მე გარდასრულვარ, სიბერე მჭირს, ჭირთა უფრო ძნელია,
დღეს არა, ხვალე მოვკვდები, სოფრელი ასრე მქმნელია
რაღაა იგი სინათლე, რასაცა ახლავს ბნელია?!
ჩემი ძე დავსვათ ხელმწიფედ, ვისგან მზე საწუნელია"

38 ვაზირთა ჰკადრეს: „ მეფეო, რად ჰბრძანეთ თქვენი ბერობა?
ვარდი თუ გახმეს, ეგრეცა გვმართებს მისივე ჯერობა:
მისივე ჰმეტობს ყოველსა სული და ტურფა ფერობა.
მთვარესა მცხრალსა ვარსკვლავმან ვითამცა ჰკადრა მტერობა?!

39 „მაგას ნუ ჰბრძანებ მეფეო, ჯერთ ვარდი არ დაგჭკნობია,
თქვენი თათბირი ავიცა სხვისა კარგისა მჯობია;
ხმდა განაღამცა საქმნელად, რაცა თქვენ გულსა გლმობია:
სჯობს და მას მიეც მეფობა, ვისგან მზე შენაფლობია.

40 „თუცა ქალია, ხელმწიფედ მართ ღმრთისა დანაბადია;
არ გათნევს, იცის მეფობა, უთქვენოდ გვითქვამს კვლა დია;
შუქთა მისთაებრ საქმეცა მისი მზებრ განაცხადია.
ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს, თუნდა ხვადია".
41 ავთანდილ იყო სპასპეტი, ძე ამირ – სპასალარისა,
საროსა მჯობი, ნაზარდი, მსგავსი მზისა და მთვარისა,
ჯერ უწვერული, სადარო ბროლ – მინა საცნობარისა;
მას თინათინის შვენება ჰკვლიდის წამწამთა ჯარისა.

42 გულსა მისსა მიჯნურობა მისი ჰქონდა დამალულად;
რა მოჰშორდის, ვერ – მჭვრეტელმან ვარდი შექმნის ფერ – ნაკლულად;
ნახის, ცეცხლი გაუახლდის, წყლული გახდის უფრო წყლულად.
საბრალოა სიყვარული, კაცსა შეიქმს გულ – მოკლულად.

43 რა მეფედ დასმა მეფემან ბრძანა მისისა ქალისა,
ავთანდილს მიჰხვდა სიამე, ვსება ჭირს მის სოქ – ალისა;
თქვა: „ზედა – ზედა მომხვდების ნახვა მის ბროლ – ფიქალისა,
ნუთუ მით ვპოვო წამალი მე ჩემი, ფერ – გამქრქალისა!"

44 არაბეთს გასცა ბრძანება დიდმან არაბთა მფლობელმან:
„თინათინ ჩემი ხელმწიფედ დავსვი მე, მისმან მშობელმან;
მან განანათლნეს ყოველნი, ვით მზემან მანათობელმან;
მოდით და ნახეთ ყოველმან შემსხმელმან, შემამკობელმან!"

45 მოვიდეს სრულნი არაბნი, ჯარი გამრავლდა ხასისა:
ავთანდილ პირმზე სპასპეტი ლაშქრისა ბევრ – ათასისა,
ვაზირი სოგრატ, მოახლე მეფისა დასთა დასისა;
მათ რომე დადგეს საჯდომი, თქვეს: „ურქმელია ფასისა!"
46 თინათინ მიჰყავს მამისა პირითა მით ნათელითა,
დასვა და თავსა გვირგვინი დასდგა თავისა ხელითა,
მისცა სკიპტრადა შემოსა მეფეთა სამოსელითა.
ქალი ბრძნად უჭვრეტს ყოველთა ცნობითა ზე – მხედველითა.

47 უკუდგეს და თაყვანის – სცეს მეფემან და მისთა სპათა,
დალოცეს და მეფედ დასვეს, ქება უთხრეს სხვაგნით სხვათა,
ბუკსა ჰკრეს და წინწილანი დაატკბობდეს მათთა ხმათა.
ქალი ტირს და ცრემლსა აფრქვევს, ყრის ყორნისა ბოლო ფრთათა.

48 მამისა ტახტსა საჯდომად თავი არ ეღირსებოდა,
ამად ტირს, ბაღი ვარდისა ცრემლითა აივსებოდა;
მეფეს სწვრთის: „ მამა ყოველი ძისაგან ითავსებოდა,
ამისად ქმნამდის დამწველი ცეცხლი არ დამევსებოდა".

49 უბრძანა: „ნუ სტირ, ასულო, ისმინე ჩემი თხრობილი:
დღეს შენ ხარ მეფე არაბეთს, ჩემგან ხელმწიფეგ ხმობილი,
აქათგან ესე მეფეო შენი არს მართ მონდობილი.
ხარმცა ბრძნად მქმნელი საქმისა, იყავ წყნარი და ცნობილი!

50 „ვარდთა და ნეხვთა ვინათგან მზე სწორად მოეფინების,
დიდთა და წვრილთა წყალობა შენცა ნუ გამეწყინების!
უხვი ახსნილსა დააბამს, იგი თვით ების, ვინ ების.
უხვად გასცემდი! – ზღვათაცა შესდის და გაედინების.
51 „მეფეთა შიგან სიუხვე, ვით ედემს ალვა, რგულია;
უხვსა ჰმორჩილობს ყოველი, იგიცა, ვინ ორგულია;
სმა–ჭამა – დიდად შესარგი, დება რა სავარგულია?!
რასაცა გასცემ, შენია, რასც არა, დაკარგულია!"

52 ამა მამისა სწავლასა ქალი ბრძნად მოისმინებდა,
ყურსა უპყროდა, ისმენდა, წვრთასა არ მოიწყინებდა;
მეფე სმასა და მღერასა იქმს,მეტად მოილხინებდა;
თინათინ მზესა სწუნობდა, მაგრამ მზე თინათინებდა.

53 მოიხმო მისი გამზრდელი, ერთგული, ნაერთგულევი,
უბრძანა: „ჩემი საჭურჭლე, შენგან დანაბეჭდულევი,
მომართვი ჩემი ყველაი, ჩემი ნაუფლისწულევი".
მოართვეს, გასცა უზომო, უანგარიშო, ულევი.

54 მას დღე გასცემს ყველაკაცსა სივაჟისა მოგებულსა,
რომე სრულად ამოაგებს მცირესა და დიდებულსა.
მერმე ბრძანა: „ვიქმ საქმესა, მამისაგან სწავლებულსა,
ჩემსა ნუვინ ნუ დამალავს საჭურჭლესა დადებულსა".

55 უბრძანა : „წადით, გახსენით, რაცა სად საჭურჭლენია!
ამილახორო, მოასხი რემა–ჯოგი და ცხენია!"
მოიღეს, გასცა უზომო, სიუხვე არ მოსწყენია.
ლარსა ხვეტდიან ლაშქარნი, მართ ვითა მეკობრენია.
56 ალაფობდეს საჭურჭლესა მისსა, ვითა ნათურქალსა,
მას ტაიჭსა არაბულსა, ქვე–ნაბამსა, ნასუქალსა,
რომე ჰგვანდა სიუხვითა ბიქსა, ზეცით ნაბუქალსა;
არ დაარჩენს ცალიერსა არ ყმასა და არცა ქალსა.

57 დღე ერთ გარდახდა. პურობა, სმა–ჭამა იყო, ხილობა,
ნადიმად მსხდომთა ლაშქართა მუნ დიდი შემოყრილობა.
მეფემან თავი დაჰკიდა და ჰქონდა დაღრეჯილობა.
„ნეტარ, რა უმძიმს, რა სჭირსო?"– შექმნეს ამისი ცილობა.

58 თავსა ზის პირ–მზე ავთანდილ, მჭვრეტთაგან მოსანდომია,
სპათა სპასპეტი, ჩაუქი, ვითა ვეფხვი და ლომია;
ვაზირი ბერი სოგრატი თვით მასთანავე მჯდომია.
თქვეს, თუ: „რა უმძიმს მეფესა, ანუ რად ფერი ჰკრთომია?"

59 თქვეს, თუ: „ მეფე ცუდსა რასმე გონებასა ჩავარდნილა,
თვარა აქა სამძიმარი მათი ყოლა არა ქმნილა".
ავთანდილ თქვა: „სოგრატ, ვჰკითხოთ, გვითხრას, რადმცა შეგვეცილა?
ვჰკადროთ რამე სალაღობო, რასათვისმცა გაგვიწბილა?"

60 ადგეს სოგრატ და ავთანდილ ტანითა მით კენარითა,
თვითო აივსეს ჭიქები, მივლენ ქცევითა წყნარითა,
წინა მიუსხდეს მუხლ–მოყრით,პირითა მოცინარითა.
ვაზირი ლაღობს ენითა, წყლიანად მოუბნარითა:
61 „დაგიღრეჯია, მეფეო, აღარ გიცინის პირიო.
მართალ ხარ: წახდა საჭურჭლე თქვენი მძიმე და ძვირიო,
ყველასა გასცემს ასული თქვენი საბოძვარ–ხშირიო;
ყოლამცა მეფედ ნუ დასვი! თავსა რად უგდე ჭირიო?"

62 რა მეფემან მოისმინა, გაცინებით შემოჰხედნა,
გაუკვირდა: „ვით მკადრაო, ან სიტყვანი ვით გაბედნა?!"
„კარგა ჰქმენო", დაუმადლა, ბრძანებანი უიმედნა,
„ჩემი ზრახვა სიძუნწისა, ტყუის, ვინცა დაიყბედნა!"

63 „ ეგე არ მიმძიმს, ვაზირო, ესეა, რომე მწყენია:
სიბერე მახლავს, დავლიენ სიყმაწვილისა დღენია,
კაცი არ არის, სითგანცა საბრძანებელი ჩვენია,
რომე მას ჩემგან ესწავლნენ სამამაცონი ზნენია.

64 „ერთაი მივის ასული, ნაზარდი სათუთობითა;
ღმერთმან არ მომცა ყმა–შვილი, – ვარ საწუთროსა თმობითა,–
ანუმცა მგვანდა მშვილდოსნად, ანუ კვლა ბურთაობითა;
ცოტასა შემწევს ავთანდილ ჩემგანვე ნაზარდობითა".

65 ყმა მეფისა ბრძანებასა ლაღი წყნარად მოისმენდა,
თავ–მოდრეკით გაიღიმნა,გაცინება დაუშვენდა,
თეთრთა კბილთათ გამომკრთალსა შუქსა ველთა მოაფენდა.
მეფე ჰკითხავს: „ რას იცინი, ანუ ჩემგან რად შეგრცხვენდა?"
66 კვლა უბრძანა: „თავსა ჩემსა, რას იცინი, რად დამგმეო?"
ყმამან ჰკადრა: „მოგახსენებ და ფარმანი მიბოძეო,
რაცა გკადრო, არ გეწყინოს, არ გაჰრისხდე, არ გასწყრეო,
არ გამხადო კადნიერად, არ ამიკლო ამას მზეო".

67 უბრძანა: „რადმცა ვიწყინე თქმა შენგან საწყინარისა!"
ფიცა მზე თინათინისა, მის მზისა მოწუნარისა.
ავთანდილ იტყვის: „დავიწყო კადრება საუბნარისა:
ნუ მოჰკვეხ მშვილდოსნობასა, თქმა სჯობს სიტყვისა წყნარისა.

68 „მიწაცა თქვენი ავთანდილ თქვენს წინა მშვილდოსანია;
ნაძლევი დავდვათ, მოვასხნეთ მოწმად თქვენნივე ყმანია;
მოასპარეზედ ვინ მგავსო?– ცუდნიღა უკუთქმანია.
გარდამწყვედელი მისიცა ბურთი და მოედანია!"

69 მეფე ლაღი და წყლიანი გამხიარულდა მეტად–რე,
სიცილით უთხრა ავთანდილს: „შვილად გზრდი, მით შე–ვე–მკადრე;
იცი, არ გიწყენ, გაზრდილო, მით შემომიხე ზედად–რე.
თუ არ გასწბილდე, მაჯობო, ბედი გეყოფის ბედად–რე.

70 „მე არ შეგარჩენ შენ ჩემსა მაგისა დაცილებასა.
ბრძანე, ვისროლოთ, ნუღა იქმ შედრეკილობა–კლებასა!
კარგთა ყმათასა ვიქმოდეთ მოწმად ჩვენთანა ხლებასა,
მერმე გამოჩნდეს მოედანს, ვისძი უთხრობდენ ქებასა!"
71 ავთანდილცა დაჰმორჩილდა, საუბარი გარდასწყვიდეს,
იცინოდეს, ყმაწვილობდეს, საყვარლად და კარგად ზმიდეს,
ნაძლევიცა გააჩინეს, ამა პირსა დაასკვნიდეს:
„ვინცა იყოს უარესი, თავ–შიშველი სამ დღე ვლიდეს!"

72 კვლა ბრძანეს: „მონა თორმეტი შევსხათ ჩვენ თანა მარებლად,
თორმეტი ჩემდა ისრისა მომრთმევლად, მოსახმარებლად,–
ერთაი შენი შერმადინ არს მათად დასადარებლად,–
ნასროლ–ნაკრავსა სთვალვიდენ უტყუვრად, მიუმცდარებლად."

73 მონადირეთა უბრძანა: „მინდორნი მოიარენით,
დასცევით ჯოგი ნადირთა, თავნი ამისთვის არენით".
ლაშქარნი სამზოდ აწვივნეს: „მოდით და მოიჯარენით".
გაყარეს სმა და ნადიმი. მუნ ამოდ გავიხარენით.
როსტევან მეფისაგან და
ავთანდილისაგან ნადირობა

როსტევან მეფისაგან და
ავთანდილისაგან ნადირობა

74 დილასა ადრე მოვიდა იგი ნაზარდი სოსანი,
ძოწეულითა მოსილი, პირად ბროლ–ბალახშოსანი,
პირ–ოქრო რიდე ეხვია, შვენოდა ქარქაშოსანი,
მეფესა გასლვად აწვევდა, მოდგმა თეთრ ტაიჭოსანი.

75 შეეკაზმა მეფე, შეჯდა, ნადირობას გამოვიდეს;
მგრგვლივ მინდორსა მოსდგომოდეს, ალყად გარე შემოჰკრვიდეს;
ზეიმი და ზარი იყო, სპანი ველთა დაჰფარვიდეს,
ნაძლევისა მათისათვის ისროდეს და ერთგან სრვიდეს

76 უბრძანეს: „მონა თორმეტი მოდით, ჩვენთანა ვლიდითა,
მშვილდსა ფიცხელსა მოგვცემდით, ისარსა მოგვართმიდითა,
ნაკრავსა შეადარებდით, ნასროლსა დასთვალვიდითა!"
დაიწყო მოსლვა ნადირმან ყოვლგნით მინდორთა კიდითა.

77 მოვიდა ჯოგი ნადირთა ანგარიშ–მიუწვდომელი:
ირემი, თხა და კანჯარი, ქურციკი მაღლად მხლტომელი.
მას პატრონ–ყმანი გაუხდეს, ჭვრეტადმცა სჯობდა რომელი!
აჰა მშვილდი და ისარი და მკლავი დაუშრომელი!


78 ცხენთა მათთა ნატერფალნი მზესა შუქთა წაუხმიდეს.
მიჰხოცდეს და მიისროდეს, მინდორს სისხლთა მიასხმიდეს,
რა ისარი დაელივის, მონანი–ყე მიართმიდეს.
მხეცნი, მათგან დაკოდილნი, წაღმა ბიჯსა ვერ წასდგმიდეს.

79 იგი ველი გაირბინეს, ჯოგი წინა შემოისხესა,
დახოცეს და ამოწყვიდეს, ცათა ღმერთი შეარისხეს,
ველნი წითლად შეეღებნეს, ნადირთაგან სისხლი ისხეს.
ავთანდილის შემხედველთა: „ჰგავსო ალვას, ედემის ხეს"

80 იგი მინდორი დალივეს, მართ მათგან განარბენია.
მინდორსა იქით წყალი დის და წყლისა პირსა კლდენია.
ნადირნი ტყესა შეესწრნეს, სადა ვერა რბის ცხენია.
იგი მაშვრალნი ორნივე მოსწყდეს, რაზომცა მხნენია.

81 ერთმანერთსა, თუ: „მე გჯობო", სიცილით ეუბნებოდეს,
ამხანაგობდეს, ლაღობდეს, იქით და აქათ დგებოდეს.
მერმე მოვიდეს მონანი, რომელნი უკან ჰყვებოდეს,
უბრძანა: „თქვითო მართალი, ჩვენ თქვენგან არ გვეთნებოდეს".

82 მონათა ჰკადრეს: „მართალსა გკადრებთ და ნუ გემცთარებით;
მეფეო, ყოლა ვერ ვიტყვით შენსა მაგისა დარებით,
აწვეცა დაგვხოც, ვერა ჰგავ,– ვერათ ვერ მოგეხმარებით,–
ვისგან ნაკრავნი გვინახვან მხეცნი ვერ წაღმა წარებით.

83 „ორთავე ერთგან მოკლული ყველაი ათჯერ ოცია,
მაგრა ავთანდილს ოცითა უფროსი დაუხოცია:
არ დასცთომია ერთიცა, რაც ოდენ შეუტყორცია,
თქვენიო მრავალი მიწითა დასვრილი გაგვიხოცია".

84 მეფესა ესე ამბავი უჩს, ვითა მღერა ნარდისა,
უხარის ეგრე სიკეთე მისისა განაზარდისა,
აქვს მიჯნურობა ამისი, ვითა ბულბულსა ვარდისა,
სიც
კატეგორია: საქართველოს საგანძური | ნანახია: 2337 | დაამატა: dato | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 1
1  
bolomde ro dadot jobia magaram mainc sg :) ADMin

სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა
რეკლამა


free counters

ყველა უფლება დაცულია  2011-2013