ვილჰელმ კონრად რენტგენი 1845-1923 წლები - 28 მარტში 2012 - ისტორია-HISTORY
ოთხშაბათი, 2016-12-07, 9:15 PM
თქვენ შემოხვედით როგორც|სტუმრები | ჯგუფი "სტუმრები"|მოგესალმები|სტუმრები| RSS

       ისტორია,მსოფლიოსა და საქართველოს ისტორია

საიტის მენიუ
დარეგისტრირდით

სექციის კატეგორიებ
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

www.wsa.ge
მთავარი » 2012 » მარტი » 28 » ვილჰელმ კონრად რენტგენი 1845-1923 წლები
11:12 AM
ვილჰელმ კონრად რენტგენი 1845-1923 წლები
ვილჰელმ კონრად რენტგენი 1845-1923 წლები,გენიალური გერმანელი ფიზიზკოსი.დაიბადა დიუსელდორფში,მას დედმამიშვილი არ ჰყოლია.1848 წლიდან ოჯახი საცხოვრებლად გადადის ჰოლანდიის ქალაქ აპელდორნში.პირველად ვილჰელმმა განათლება,კერძო სკოლაში მარტინუს ფონ დორნასთან მიიღო.რის შემდეგაც 1861 წელს უტრეხტის ტექნიკურ სკოლაში გადადის,საიდანაც ის 1863 წელს,პედაგოგთან მომხდარი კონფლიქტის გამო გარიცხეს.1865 წელს უტრეხტის უნივერსიტეტში სურდა ჩაბარება,თუმცა მას ამის უფლება არ მისცეს,რის გამოც ის ციურიხის ფედერალურ პოლიტექნიკურ ინსტიტუტში აბარებს,მექანიკური ინჟინერიის ფაკულტეტზე.1871 წლიდან კი მუშაობას იწყებს ვიურცბურგის უნივერსიტეტში,საიდანაც სტრასბურგის უნივერსიტეტში გადადის სამუშაოდ.იგი ფართოდ ჩაერთო სამეცნიერო დარგში,ატარებდა უამრავ ცდებს,რის შედეგადაც მან,1895 წელს აღმოაჩინა იქს-სხივები,რასაც რენტგენის გამოსხივება ეწოდა,იკვლევდა მათ თავისებურებებს, რისთვისაც 1901 წელს ნობელის პრემია დაიმსახურა ფიზიკის  დარგში. ასევე იკვლევდა კრისტალების პიეზო- და პიროელექტრულ თვისებებს,მაგნეტიზმს.მას ნათესავები ამერიკაში ჰყავდა სადაც გადასვლა სურდა საცხოვრებლად თუმცა,საბოლოოდ არჩევანი,მიუხედავად იმისა რომ ამერიკის კოლუმბის უნივერსიტეტიდან მას მიწვევა ჰქონდა,მიუნხენში დარჩენა ამჯობინა.1923 წლის 10 თებერვალს კი ვილჰელმ კონრად რენტგენი გარდაიცვალა.მის მიერ ფიზიკაში წარმოებული გამოკვლევები,კი ფიზიკის დარგის ქრესტომათიად იქცა.


კატეგორია: მსოფლიოს ისტორია | ნანახია: 688 | დაამატა: dato | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა
რეკლამა


free counters

ყველა უფლება დაცულია  2011-2013