ჟაკ-ლუი დავიდი - ეპიზოდი - 6 ნოემბერში 2012 - ისტორია-HISTORY
კვირა, 2016-12-11, 3:12 AM
თქვენ შემოხვედით როგორც|სტუმრები | ჯგუფი "სტუმრები"|მოგესალმები|სტუმრები| RSS

       ისტორია,მსოფლიოსა და საქართველოს ისტორია

საიტის მენიუ
დარეგისტრირდით

სექციის კატეგორიებ
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

www.wsa.ge
მთავარი » 2012 » ნოემბერი » 6 » ჟაკ-ლუი დავიდი - ეპიზოდი
6:31 PM
ჟაკ-ლუი დავიდი - ეპიზოდი


დიდი ფრანგი მხატვარი და ფრანგული ნეოკლასიციზმის ფუძემდებელი ჟალ-ლუი დავიდი (1748-1825 წლები),აქტიურად იყო ჩართული რევოლუციურ მოძრაობაში და იგი ყველასათვის ცნობილი ფრანგული კონვენტის წევრიც გახლდათ 1792 წელს.ცნობილია,რომ მან ამავე პერიოდში ხმა მისცა საფრანგეთის მეფის ლუი XVI-ის სიკვდილით დასჯას.ერთ-ერთი ფრანგი არისტოკრატის ლეპელტიე დე სენ-ფარჟოს ქალიშვილი სუზანი,მამისაგან განსხვავებით ღია მხარდაჭერას გამოხატავდა როიალისტების მიმართ.როგორც ცნობილია სუზანის მამა,ამ მოვლენებისა და საფრანგეთში პოლიტიკური სიტუაციის შეცვლის შემდგომ,მოკლულ იქნა იმისა გამო,რომ მხარი დაუჭირა საფრანგეთის კონვენტში მეფის სიკვდილით დასჯას ჟაკ ლუი დავიდთან ერთად.ამ მკვლელობას მხატვარმა მალევე მიუძღვნა ტილო,სახელწოდებით: "ლეპელტიე დე სენ-ფარჟო სასიკვდილო სარეცელზე".აღსანიშნავი ამ ისტორიაში ის გახლავთ,რომ სუზანი,რომელიც ვერ იტანდა ჟაკ-ლუი დავიდს,მისი პოლიტიკური შეხედულებებისა და მეფის მკვლელობაში მისი წვლილის შეტანის გამო,ორგანიზებულად ყიდულობდა მხატვრის მიერ შექმნილ სურათებს,რის შემდეგაც იგი მას წვავდა და ანადგურებდა.სუზანის ინტერესი ყველაზე მეტად მამამისზე მიძღვნილი ტილოს "ლეპეტიე დე სენ-ფარჟო სიკვდილის სარეცელზე",შესყიდვა წარმოადგენდა და დიდი მცდელობის შემდეგ,მანსურათის ორიგინალი ჟაკ-ლუი დავიდის ვაჟისაგან უზარმაზარ თანხად შეიძინა.შეძენილი ტილო,კი როგორც სხვა მისი ნამუშევრები ანალოგიურად ცეცხლს მისცა და გაანადგურა.მიუხედავად იმისა,რომ აღნიშნული ტილო განადგურდა,მაინც შემორჩა შემთხვევით რეპროდუქტირებული ნახატი,შესრულებული ჟაკ-ლუი დავიდის ერთ-ერთი მოსწავლის მიერ.


"ლეპელტიე დე სენ-ფარჟო სასიკვდილო სარეცელზე".
რეპროდუქტირებული ტილო ჟაკ-ლუი დავიდის მოსწავლის მიერ.
კატეგორია: მსოფლიოს ისტორია | ნანახია: 365 | დაამატა: dato | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა
რეკლამა


free counters

ყველა უფლება დაცულია  2011-2013