ჟან ოგიუსტ დომინიკ ენგრი - 28 აპრილში 2012 - ისტორია-HISTORY
ოთხშაბათი, 2016-12-07, 9:13 PM
თქვენ შემოხვედით როგორც|სტუმრები | ჯგუფი "სტუმრები"|მოგესალმები|სტუმრები| RSS

       ისტორია,მსოფლიოსა და საქართველოს ისტორია

საიტის მენიუ
დარეგისტრირდით

სექციის კატეგორიებ
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

www.wsa.ge
მთავარი » 2012 » აპრილი » 28 » ჟან ოგიუსტ დომინიკ ენგრი
11:53 AM
ჟან ოგიუსტ დომინიკ ენგრი


ჟან ოგიუსტ დომინიკ ენგრი დაიბადა 1780 წლის 29 აგვისტოს,მონტობანში.იგი ერთ-ერთი უდიდესი ფრანგი ფერმწერი და გრაფიკოსი იყო.იგი აღიარებულია XIX-ე საუკუნის ევროპული აკადემიზმის ლიდერად.სწავლა დაიწყო ტულუზის სახვითი ხელოვნების აკადემიაში.აკადემიის დამთავრების შემდეგ მიდის პარიზში სადაც ჟაკ ლუი დავიდის მოსწავლე ხდება 1797 წელს.1806-1820 წლებში სწავლასა და მუშაობას რომში განაგრძობს,შემდეგ კი ფლორენციაში სადაც ოთხი წელი რჩება.1824 წელს სამშობლოში დაბრუნების შემდეგ პარიზში ხსნის სამხატვრო სკოლას.ხოლო 1835 წელს ბრუნდება რომში სადაც სათავეში უდგება ფრანგულ აკადემიას.მხატვრის დიდი ზომის ისტორიული,მითოლოგიური და რელიგიურ სიუჟეტებზე შექმნილ სურათებში გამომჟღავნდა სიმპათიები კლასიციზმისადმი. ენგრი კლასიციზმის უკანასკნელი დიდი წარმომადგენელია. კლასიცისტურმა ტენდენციებმა დროთა განმავლობაში მხატვარი მოწყვიტა რეალურ სინამდვილეს.მის მიერ შექმნილი ტილოებიდან აღსანიშნავია - თურქული აბანო,ედიპე და სფინქსი,ვენერას დაბადება და სხვა ცნობილი ნამუშევრები.მისი შემოქმედება ფართოდაა წარმოდგენილი არა მარტო ფრანგულ მუზეომებსა და გალერეებში,არამედ მსოფლიოს სხვა ცნობილ ანალოგიურ დაწესებულებებში.ჟან ოგიუსტ დომინიკ ეგრი გარდაიცვალა 1867 წლის 14 იანვარს პარიზში სადაც დაკრძალულია კიდეც.




კატეგორია: მსოფლიოს ისტორია | ნანახია: 740 | დაამატა: dato | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა
რეკლამა


free counters

ყველა უფლება დაცულია  2011-2013