ჟან რენო - ნამდვილი სახელი ხუან მორენო ი ერერა ხიმენესი,დაიბადა 1948 წელს - 19 მარტში 2012 - ისტორია-HISTORY
ოთხშაბათი, 2016-12-07, 9:14 PM
თქვენ შემოხვედით როგორც|სტუმრები | ჯგუფი "სტუმრები"|მოგესალმები|სტუმრები| RSS

       ისტორია,მსოფლიოსა და საქართველოს ისტორია

საიტის მენიუ
დარეგისტრირდით

სექციის კატეგორიებ
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

www.wsa.ge
მთავარი » 2012 » მარტი » 19 » ჟან რენო - ნამდვილი სახელი ხუან მორენო ი ერერა ხიმენესი,დაიბადა 1948 წელს
10:46 PM
ჟან რენო - ნამდვილი სახელი ხუან მორენო ი ერერა ხიმენესი,დაიბადა 1948 წელს
ჟან რენო - ნამდვილი სახელი ხუან მორენო ი ერერა ხიმენესი,დაიბადა 1948 წელს მაროკოში.ერთ-ერთი უდიდესი ესპანური წარმოშობის ფრანგი მსახიობი.მისი ოჯახი ემიგრირებული იყო მაროკოში,ფრანკოს დიქტატორული რეჟიმის გამო.1960 წელს კი ისინი დაბრუნდნენ აფრიკიდან ევროპაში და დასახლდნენ საფრანგეთში.მსახურობდა საფრანგეთის არმიაში,რათა მიეღო საფრანგეთის მოქალაქეობა.1970 წლიდან კი სწავლას იწყებს რენე სიმონის სამსახიობო სტუდიაში.შემდეგ წლებში დაუახლოვდა დიდ რეჟისორს ლუკ ბესონ რომლის ფიმებმაც,ფანტასტიური როლი ითამაშა მის სამსახიობო კარიერაში.ჟან რენო 1983 წელს გადაიღეს ფილმში - მიწისქვეშეთი.რამაც არა მარტო ლუკ ბესონს არამედ თავად მასაც წარმატება მოუტანა.ხოლო ლეონისა და ნიკიტას გადაღებების შემდგომ მისით,ჰოლივუდის წამყვანი რეჟისორებიც დაინტერესდნენ.გადაიღეს ჰოლივუდში შემდეგ ფილმებში - დავინჩის კოდი,გოძილა და სხვა ფილმებში.თუმცა მის მიერ შექმნილი სახე ლეონში დაუვიწყარია ნებისმიერი კინოს მოყვარულისათვის.ის დღესაც აქტიურად არი ჩართული კინოხელოვნებაში.აღსანიშნავია რომ როდესაც ის დაქორწინდა რუმინელ მოდელ სოფია ბორუკაზე 2006 წელს,ქორწილის მანქანას მართავდა მაშინდელი საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი- ნიკოლა სარკოზი,რომლებიც გარდა იმისა რომ ერთმანეთის მეზობლად ცხოვრობენ,კარგი მეგობრებიც არიან.ჟან რენო დაჟილდოვებულია უამრავი ჯილდოთი და პრემიით.


კატეგორია: მსოფლიოს ისტორია | ნანახია: 206 | დაამატა: dato | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა
რეკლამა


free counters

ყველა უფლება დაცულია  2011-2013